გურიის ფოტოხელოვანების უკანასკნელი მოჰიკანიც წავიდა…სამშაბათს, გიგლა გიორგაძეს გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე.

გიგლა გიორგაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარიდან გახლდათ.   სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მას გერმანიაში მოუწია და აქ ეზიარა ფოტოგრაფიის საიდუმლოს. სამხედრო ნაწილის ფოტოგრაფი იყო.

უფლისგან  ნაბოძები შემოქმედებითი ნიჭი მან ფოტოხელოვნების უფრო დიდ სიმაღლეზე აყვანაში გახარჯა.

1964 წელს, იგი როგორც უკვე აღიარებული ფოტოხელოვანი იმჟამად გურიის რეგიონულ გაზეთში მიიღეს ფოტოკორესპონდენტის თანამდებობაზე და 30 წელი იმოღვაწა შემდგომში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში. არ იყო ადვილი რესპუბლიკაში აღიარებული გაზეთში მუშაობა. ეს იყო ყოველდღიური გადაღებები, ღონისძიებები,  სხვადასხვა დელეგაციების ვიზიტებზე დასწრება და ა.შ.

გიგლა გიორგაძე შემოქმედებითი პიროვნება იყო და ქ. ოზურგეთში შექმნა მხატვრული ფოტო სალონი „ია“, რომელმაც ფაქტიურად შეცვალა ფოტოგადაღების დამკვიდრებული  სტერეოტიპები. ამ სტუდიაში იმჟამად კრეატიულ ფოტოებს იღებდნენ. გიგლამ ოზურგეთში შემოიტანა ერთგვარი მიმდინარეობა „შუქწერა.“

80-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც საქართველოს ისტორიული ძეგლების ფოტორეპროდუქციებს, სხვა ნაწარმს   ამზადებდნენ, რომლის მოთხოვნილება იმჟამინდელ განათლების სისტემაში დიდი იყო.

გიგლას გიორგაძის სახელოსნოში დამზადდა  ქ. ოზურგეთის იმჟამინდელი  სავიზიტო ბარათი, დიდი ილიას ცნობილი სიტყვებით:  „ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა სარწმუნოება,“ რომელიც ქალაქის შემოსასვლელში _გმირთა მოედანზე, ფოტოალონ „იას“ კედელზე იყო განთავსებული.

1992 წლიდან გიგლა გიორგაძე ქ. თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და შვილთან, დავით გიორგაძესთან ერთად, რომელიც ბოლო წლებში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში მუშაობდა, დაარსეს ფოტო სტუდია „დაგი“.

გიგლა და დავით გიორგაძეების ფოტოსტუდიამ ძლიერი კონკურენცია გაუწია თბილისურ სტუდიებს. ისინი ამზადებდნენ სახელმწიფო ფილარმონიის სარეკლამო ბანერებს, თანამშრომლობდნენ „ლომისი ჯგუფთან“. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „ერისიონის“ ცნობილი  კლიპის მომზადებაში, სადაც გიორგაძეების სტუდიის ნამუშევრები იყო გამოყენებული.

სტუდია გამოსცემდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბუკლეტებს, კვლავ ამზადებდნენ ბუკლეტებში შეტანილი ხუროთმოძღვრების ძეგლების ფოტორეპროდუქციებს, სხვა პროდუქციას.

2013 წელს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ „ალიონის“ მე-10 000 ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით,  ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით საიუბილეო გამოფენა გაიმართა. ამ გამოფენის მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა გიგლა გიორგაძემ, რომელიც ბოლომდე ერთგული „ალიონელი“ დარჩა.

სამწუხაროდ, გიგლა გიორგაძის ვაჟი დავითი წლების წინ გარდაიცვალა…

იქნებ არაა ცოტა 88 წელი, მაგრამ იგი სიცოცხლის ბოლო დღესაც მუშაობას აგრძელებდა.

გიგლას წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის მის მეუღლეს, ქალბატონ ციალას, რომელიც წლების განმავლობაში ოზურგეთის მუზეუმში მუშაობდა.

შესანიშნავი შვილები ნინო, მარინა, შვილიშვილები, შვილთაშვილები…

უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

„ალიონელები“

 

მსგავსი სტატიები

  • 53
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 50
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 40
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 40
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…