2023 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება.
„თბილისობის“ დღესასწაულზე მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
12:00-17:00 საქართველოს რეგიონები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ფოლკლორულ კონცერტებს და პერფორმანსებს გამართავენ, ამასთან, ქართულ სამზარეულოს, ღვინის კუთხეებსა და ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს წარმოადგენენ.
30 სექტემბერს, 15:00-16:30 სთ გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამეფო ნაციონალური ბალეტი „ფოცხიშვილები“, ანსამბლი „დიდგორი“, ანსამბლი „მართვე“.
@საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
ვიზიტორებს კუს ტბის ასახვევიდან მუზეუმის მიკროავტობუსი მოემსახურება (მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი).
ღონისძიების #პროგრამა რეგიონების მიხედვით
30 სექტემბერი
#სვანეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, სვანური კულინარია, ფეტვიანი ხაჭაპურის, სვანური კუბდარის მომზადების მასტერკლასი, სვანური ფოლკლორი.
#შიდაქართლი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, რეწვის მასტერკლასები, ქართლური ნაზუქის თონეში ცხობის მასტერკლასი. ეთნო სამზარეულო, ღვინის კუთხე, ფოლკლორი.
#აჭარა – ეთნოგრაფიული ექსპონატების გამოფენა აჭარის მუზეუმებიდან, ფოლკლორი, ქსოვის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული პერფორმანსი.
#სამეგრელო – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული ფოლკლორი, რეწვის მასტერკლასები.
#გურია – მრავალფეროვანი გამოფენები, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, გურული ლხინის ინსცენირება, გურული სამზარეულოს მასტერკლასი, ფოლკლორი.
#სამხრეთოსეთის ადმინისტრაცია: გამოფენები, ლუდის გამოხდის მასტერკლასი, ოსური სამზარეულო, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, ფოლკლორი.
1 ოქტომბერი
#აფხაზეთი – გამოფენები: აფხაზური სამოსი, აფხაზეთის შესახებ ფოტო მასალა, ბეჭდური გამოცემები. ფოლკლორი: ანსამბლები ,,შავნაბადა“, ,,აფხაზეთი“, ,,გუმბათი“. ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასი, ღვინის დეგუსტაცია, ყავა ქვიშაზე სოხუმურად.
#ქვემოქართლი – მრავალფეროვანი გამოფენები, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, ქართული და აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები, ღვინის კუთხე, რეწვის მასტრკლასი, მრავალეთნიკური ფოლკლორი.
#იმერეთი – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, იმერული კულინარია, იმერული ღვინის კუთხე, საბავშვო კუთხე, იმერული სამზარეულოს მასტერკლასი ბავშვებისთვის, 3D სათვალით იმერული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დავით კაკაბაძის შემოქმედებაზე ინტერაქტიული კედელი, ფოლკლორი.
#აჭარა – ეთნოგრაფიული ექსპონატები აჭარის მუზეუმებიდან, ეთნოგრაფიული პერფორმანსი, რეწვის მასტერკლასი, ფოლკლორი.
#სამეგრელო – ეთნოგრაფიული პერფორმანსი, მრავალფეროვანი გამოფენები, ელარჯისა და ღომის მასტერკლასი, მეგრული სამზარეულოს კუთხე, ფოლკლორი.
მსგავსი სტატიები
- 70
- 59დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 47ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 45გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 44სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…