ოზურგეთში ველო მარათონი გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა და ველომოყვარულებმა. მათ შორის უცხოელმა სტუმრებმა.
მარათონის მონაწილეებმა სტარტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან – ბახმაროს მიმართულებით აიღეს.
„დღეს, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად სოფელი მთისპირის გავლით ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ სტარტი. ეს პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების სპორტში ჩართვას, ველოსპორტისა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას დაეხმარება. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ამ კამპანიაში ჩართვისთვის და ველო მარათონში მონაწილეობისათვის!,“ _ ღნიშნა ოზურგეთის მერმა.
გურია „ველო – დღეებს“ უკვე მეორე წელია მასპინძლობს. ღონისძიება ოზურგეთის მერიის მხარდაჭერითა და „კავკასიის ველო ქსელის“ ინიციატივით იმართება.
მსგავსი სტატიები
- 68ოზურგეთის „ჭადრების ბაღში“ სტარტი აიღო ველომარათონმა, რომელიც სოფელ მთისპირის გავლით ბახმაროსკენ მიემართება და შემდეგ გომისმთისკენ გადაინაცვლებს. „ოზურგეთის “ველო-დღეები“ დაიწყო! დღეს, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან #ერთად სოფელი მთისპირის გავლით ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ სტარტი. ეს პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების სპორტში ჩართვას, ველოსპორტისა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას დაეხმარება. მადლობას ვუხდი „კავკასიის…
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 46ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 45ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 441964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…