საბერძნეთში კლიმატური ფენომენის, “Daniel”-ის მიერ გამოწვეული შედეგები რთულად შეფასებადია, მდგომარეობა პირდაპირი გაგებით უკონტროლოა, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეაკავებს უზარმაზარი რაოდენობის წყალს. მხოლოდ რამდენიმე საათში ერთად მოვიდა იმდენი ნალექი, რამდენიც წესით 6 თვის მანძილზე მოდის ხოლმე.
მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორი კატასტროფული მდგომარეობაა სხვადასხვა რეგიონებში, მანქანები წყალმა წაიღო, ფაქტობრივად, წაიღო ყველაფერი, რაც კი გზად დახვდა, რამდენიმე სახლიც წყლის არხში გადავარდა, ხოლო ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან, სრულიად დატბორილია.
სამწუხაროდ, არის ადამიანური მსხვერპლიც, ამ დრომდე სტიქიას შეეწირა 1 ადამიანი, ეძებენ 42 წლის მწყემსსაც. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული უამრავ ტერიტორიაზე, მათ შორის სკიათოზე, სადაც წყალმა ყველაფერი დატბორა. უკვე ცნობილია, თუ რა ხდება ვოლოსშიც, სადაც მთელი ქალაქი წყალშია.
წყარო: GEORGIANS. GR
მსგავსი სტატიები
- „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან
გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა - არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე კითხვა გაჩნდება, ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში უნდა მიმართონ. „მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა.…
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…