დამთავრდა საჭადრაკო ფესტივალი-“ტყიბული-2023”. რომელშიც გურიის სახელით ძირითადად ლანჩხუთელი მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ. ზოგადად ავღნიშნავთ, რომ წლევანდელ რესპუბლიკურ და საერთაშორისო საჭადრაკო ფორუმებში მათ კარგი შედეგები აქვთ და ამ მხრივ, გამონაკლისი არც ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალი გამოდგა. ბლიც-ტურნირში ნინო გუნიას და ანასტასია კვირკველიას მიერ აღებული ორი ოქროს შემდეგ, მათ სამივე სინჟის მედალი აიღეს კლასიკურ ჭადრაკშიც. ეს შეძლეს: მიხეილ აფხაზავამ (ოქრო), ანასტასია კვირკველიამ (ვერცხლი) და ანასტასია ებრალიძემ (ბრინჯაო). ფესტივალზე , ორივე ანასტასიას წარმატება განსაკუთრებულად დამაჯერებველი იყო. უმედლოდ დარჩენილებიდან შექებას იმსახურებს ნიკოლოზ ჟორდანია. მან ძალიან ცუდი სტ6არტის შემდეგ (ორი წაგება ზედიზედ), ბოლო ხუთ ტურში 4,5 ქულა აიღო და სულ მცირე დააკლდა მედალს.
მივესალმებით ტარიელ ხუხუნაიშვილის წარმატებას, რთული ოპერაციის შემდგომი მკურნალობის პირობებში. იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ფესტივალის გამარჯვებულს, ამჯერადაც სტაბილურად კარგი შედეგი აჩვენა ადამ ხუხუნაიშვილმა, თუმცა მის მთავარ მიღწევად, მისი აღსაზრდელების წარმატებულ შედეგებს მივიჩნევთ.
მიუხედავად იმისა, გურულმა მოჭადრაკეებმა, განვლილ რვა თვეში კარგად იასპარეზეს რესპულიკური და საერთაშორისო ტურნირებში, მათ მთავარი შეჯიბრებები წინ აქვთ; ეს არის 2023 წლის მუნიციპალური და გურიის 28-ე რეგიონალური ჩემპიონატები ქალთა და ვაჟთა შორის, რასაც ადგილობრივი ჭადრაკის მოყვარულები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდი ინტერესითაც მოელიან.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე.
მსგავსი სტატიები
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 70გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 69სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 671918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 66სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…