მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისათვის კი მთიანი ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.
გამოცემის ცნობით, რეგიონში ცოტა ხნის წინ გაეროს მისია ჩავიდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას დააკვირდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, პირებს, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს და ახლა სომხეთში იმყოფებიან, საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება თავშესაფრით უზრუნველყოფს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.
წყარო:ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 84სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 62გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…
- 61უკვე მესამე დღეა, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმები დაიწყო. სამშაბათს, ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ"ავივიმის რაიონში, ისრაელის სამხედრო მანქანას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ესროლა. ისრაელმა ლიბანის თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, „ჰეზბოლამ“ 15 რაკეტა გაისროლა, რომელთაგან ოთხის შეჩერება მოხერხდა, 10 კი ღია სივრცეში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. კვირას…
- 61დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა…
- 61ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში…