ოზურგეთელი ნიკოლოზ ცეცხლაძე _ამერიკის სავაჭრო პალატის სტიპენდიანტია.
ნიკოლოზმა დაამთავრა ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლა, დაამთავრა ოზურგეთში ამერიკული 2 წლიანი პროგრამა ENGLISH ACCESS MICROLARSHIP PROGRAM (PH INTERNACIONAL, რომელიც ითვალისწინებს ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას. სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ ინგლისურში არცერთი სარეპეტიტორო საათით არ უსარგებლია და პირდაპირ ეროვნულ გამოცდაზე მოისმინა საგამოცდო საკითხები და მიიღო ინგლისურის ქულა 70-დან 67. წელს ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. დაფინანსებაზე ინფორმაცია ასეთია: ამერიკის სავაჭრო პალატამ – American Camber Of Commerce In Georgia და მაკლეინის ასოციაციამ ბავშვებისთვის – mac georgia წელს ჩაუშვა პირველად ერთობლივი პროექტი -Sholarship For Students, რომელიც ითვალისწინებს პირველკურსელების სწავლის ხელშეწყობის პროგრამას.
როგორც ნიკოლოზის დედამ, ნათია ნინიძემ გვითხრა, ნიკოლოზმა გაიარა ბევრი საფეხური, ასევე სპეციალური კომისიაც, სადაც შეხვედრისას ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული უშუალოდ ნიკასთან, რაზეც ძალიან გულწრფელი და მიზანდასახული პასუხები ჰქონდა მას. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა რა კრიტერიუმებით მოხდა სტუდენტების არჩევა, თუმცა ნიკუშა ამ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა, რის ფარგლებშიც დაუფინანსდა სწავლის გადასახადი 100%-ით 4 წლით და მიიღო ერთჯერადი დამატებითი სტიპენდია 2625 ლარი. ასევე ბენეფიტად კიდევ უამრავი სამომავლო პერსპექტივაც გველოდება, რადგან ნიკა უკვე ამ ორგანიზაციების ოფიციალური ბენეფიციარია.
მსგავსი სტატიები
- 48ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 44საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 44"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 44ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 43დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…