სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გურიის რეგიონში, ოზურგეთში სახელმწიფოს კონტრაქტორი ჩინური კომპანია საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებს. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამავე კომპანიის მიერ შესრულებულ წინა პროექტთან დაკავშირებით სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება არის დაწყებული.
„სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, წინა დღეებში დაიწყო, როგორც ვიცი და თუ არ ვცდები. და რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, მე მგონია, რომ მოუწევს ნებისმიერ ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა კომპანიასაც ნებისმიერს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიები, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, ანუ ნაწილი მათი, ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაკეთილსინდისიერად და მით უმეტეს და განსაკუთრებით დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს – კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად არ უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან თუ საკუთარ რეგიონებში თუ საკუთარ ქალაქებში. ამიტომ ყველას მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველყოფთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სტატიები
- 77
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 75
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 74
ბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს… - 74
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 73
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…