პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში მაია კობახიძე ადასტურებს ინფორმაციას, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, პროფკავშირის ლიდერის, ამავე სკოლის მასწავლებლის თამარ ბარისაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
„ძვირფასო კოლეგებო, ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის უკანონო ბრძანების საფუძველზე, პროფკავშირის ლიდერის, ამავე სკოლის მასწავლებლის თამარ ბარისაშვილის გათავისუფლების თაობაზე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ცალსახად, დაკავშირებულია ქალბატონი თამარ ბარისაშვილის პროფკავშირულ საქმიანობასთან.
პროფკავშირის ლიდერის გათავისუფლებას აქვს მხოლოდ ერთი შეფასება და მიზანი: პროფკავშირის დისკრედიტაცია და ალბათ, ახალი ეტაპის დაწყება ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და შიდა აუდიტის დეპარტამენტი ინფორმირებულია დირექტორის უკანონო ქმედებების შესახებ.
ველით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიციის გამოხატვას ზემოაღნიშნულ ფაქტზე, რის მიხედვითაც შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, ქალბატონი თამარის და ჩვენი ორგანიზაციის უფლებების დაცვისათვის. როგორ განვითარდება პროცესები, შედეგებს გაცნობებთ დამატებით“, _ ნათქვამია მიამართვაში.
მსგავსი სტატიები
- 64დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 51ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 50სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 50გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 49საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…