„მერცხალი“ _„მართვე“ (ქუთაისი) 6:1 (4:0)
ოზურგეთი, ცენტრალური სტადიონი, 500 მაყურებელი
„მერცხალი“: ირაკლი მურუსიძე (ლუკა ლომაძე), თემურ ალიევი, ლევან შარაძე, ცოტნე ჯინჭარაძე, დავით ბოლქვაძე, ირაკლი გოგუაძე (ელგუჯა სურმანიძე), ლაშა ანთიძე, გიორგი ჭანუყვაძე (კახა მუჯირი), დიმიტრი ჯაფარიძე (გიგა ნათიძე0, თენგო ალიევი (ანრი დარჩიძე, ლაშა ცერცვაძე.
„მართვე“: ომარ შალამბერიძე, დავით წურწუმია, ავთო გიორგაძე, ლუკა მუშკუდიანი, ბრქა ჯულაყიძე, ნიკოლოზ მანაგაძე, რომან მგელაძე, იოანე ჩაფიძე, აკაკი ბოჭორიშვილი, გიგა არეშიძე, ლუკა ნიშნიანიძე
მსაჯები: მურად გოგიშვილი (მთ. მსაჯი), ალექსანდე თავაძე, ნოდარ ლომთაძე (I კატეგორიის მსაჯები, სამტრედია).
გოლები: თ. ალიევი 1:0 (მე-4 წთ),გ. ჭანუყვაძე 2:0 (მე-11 წთ.), დიმიტრი ჯაფარიძე 3:0( 34-ე წთ.), თ. ალიევი, პენალტი 4:0( 44-ე წთ.), გიგა ნათიძე, 5:0 (68-ე წთ.), ა. ბოჭორიშვილი 1:5 (81-ე წთ.), დ. ბოლქვაძე 6:1 (88-ე წთ.)
23-ე ტურში „მერცხალის“ უშუალო კონკურენტმა აბაშის „ზანამ“ ჩოხატაურში, „ბახმარო 2“-თნ წაიფორხილა, ფრედ 2:2) დაასრულა შეხვედრა და ორი ქულა დაკარგა , ხოლო „მერცხალმა“გასვლით მატჩში ხონში „იმერეთს“ 2:4 სძლია.
დღევანდელ მატჩი ფაქტიურად „მერცხალმა“ ჩემპიონის რანგში ჩაატარა და ქუთაისის „მართვე“ დიდი ანგარიშით _ 6: 1 დაამარცხა. „ზანამ“ კი შინ ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თერჯოლის „საპოვნელასთან“ კვლავ ფრე 3:3 დაასრულა შეხვედრა.
გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით „მერცხალის“ მწვრთნელებს დავით სურგულაძეს (მთავარი მწვრეთნელი), მერაბ მჟავანაძეს.
„მერცხალი“ 65 ქულით (21 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბ/შ 109:19, +90) რეგიონლიგის (გ ჯგუფი) გამარჯვებული გახდა. „ზანამ“ კი 61 ქულა დააგროვა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე დავით მუჯირმა გვითხრა (მის ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ), იგი მიესალმება „მერცხალის“ დაბრუნებას დიდ ფეხბურში, რაც მომავალ წელს მე-3 ლიგაში გადასვლით უნდა გაგრძელდეს, ხოლო მომდევნო წლებში ჯერ მე-2 ლიგაში, ხოლო შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უსურვებს.
„მერცხალს“ გამარჯვება საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელებმა და სპორტის მესვეურებმა მიულოცეს.
მსგავსი სტატიები
- 35დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 30კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 30სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…