ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონია.ამ გუნდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გუნდის კაპიტანს, ცენტრალურ მცველს, საქართველოს ნაკრების წევრს, ნინი ჩხარტიშვილს, რომელსაც „სამეგრელოსთან“ გადამწყვეტი მატჩის შემდეგ შევხდით და ვესაუბრეთ:

_ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი და სამივე გამარჯვების მონაწილე ვარ. ძალიან მიხარია. შარშან მე-2 ადგილზე გავედით, რის გამოც გულდაწყვეტილები ვიყავით. წელს უფო მეტად მოვინდომეთ, მეტი მოტივაცია გვქონდა და შედეგიც გვაქვს.

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვაქვს. გვერდით გვიდგას ჩვენი მუნიციპალიტეტის მერი ალეკო სარიშვილი და ფეხბურთის ფედერაციაც.  სეზონის დასაწისშივე გვქონდა მიზნად დასახული ჩემპიონობა და მივაღწიეთ კიდეც.

_როგორ შეაფასებდით ჩხოროწყუში, თქვენს უშუალო კონკურენტებთან შეხვედრას?

_როცა მოედანზე გავედით, ვიცოდით გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი იქნებოდა. ჩვენ  „სამეგრელოსთან“ მოსაგებად ჩავედით და ყველაფერი გამოგვივიდა, რაშიც დიდი წვლილი ჩვენს მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩხაიძეს მიუძღვის თითოეულ თანაგუნდელთან ერთად.

_ თქვენ საქართველოს ნაკრების წევრი ხართ. რას გვეტყოდით ნაკრების შესახებ?

_10 წელია საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი ვარ. გვქონდა არარსასურველი შედეგებიც , თუმცა ამჟამად მდგომარეობა გამოსწორდა. გვაქვს მეტი ხელშეწყობა და დაფინანსებაც.

მართალია ერთა ლიგაზე ქალებში წინა შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ წინ სხვა შეხვედრებია. 1 დეკემბერს შინ ლუქსემბურგს ვხდებით, ხოლო 5 დეკემბერს სტუმრად გვაქვს შეხვედრა თურქეთის ქალთა ნაკრებთან.

მართალია, ამჟამად ეროვნულ ჩემპიონატში ვიყავით ჩართულნი, მაგრამ მაგრამ ნაკრების მწვრთნელმა მოგვცა ინდივიდუალური დავალებები, რომელსაც ვასრულებთ და ვემზადებით, რომ ნაკრებშიც კარგი შედეგი დავდოთ.
_კონკრეტულ შედეგებს ხომ არ გვეტყოდით.

_ მე „ლანჩხუთთან“ ერთად  საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ. ნაკრებში  გვქონდა წარმატებებიც. აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრებებს მოვუგეთ. გასვლით შეხვედრებში ლუქსემბურგსა და მალტაში ქულა ავიღეთ, რაც ახალი ნაკრებისთვის კარგი შედეგია და უკეთეს შედეგებს ველოდებით.

_როგორი ბაზა გაქვთ, როგორია თქვენი სათამაშო პირობები?

_მართალია ისეთი ბაზა, როგორიც ევროპის ქვეყნებშია, არ გვაქვს, მაგრამ საქართველოს პირობებში ნამდვილად კარგია. გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიის ბაზით ვსარგებლობთ. ლანჩხუთის „გურიას“ სტადიონზეც ვმართავთ მატჩებს. მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს.

_წარმატებებს გისურვებთ თქვენს კლუბთან ერთად!

 

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 63
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 60
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 60
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…