დღეს, ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და დაამტკიცეს.

პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ წარმოადგინა.

ოზურგეთის ბიუჯეტი 37 მილიონ 750 ათასი ლარით განისაზღვრა.

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა ბიუჯეტის პროექტის გარშემო კითხვები დასვეს, რის შემდეგაც სხდომა ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენელთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  ნაცმოძრაობის დეპუტატებმა ბოიკოტის ნიშნათ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სხდომის ბოლომდე დაესწრნენ, მათ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის გარშემო წინადადებებიც წამოაყენეს,მაგრამ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბიუჯეტის გარშემო სიტყვებით გამოვიდნენ: საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა.ბიუჯეტის გარშემო დასკვნები წარმოადგინეს დარგობლივმა კომისიებმაც.

2024 წლის ბიუჯეტს მუხლობრივად უყარეს კენჭი და წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  დაამტკიცეს.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 43
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 42
    აისახება  თუ არა  სასწორების შესაძენი თანხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში?დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს, რომელთაგან 7-ს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტზე იმსჯელს. საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ წარმოადგინა და პასუხი გასცა დეპუტატების შეკითხვებს.…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…

არ გამოტოვოთ