_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს, ასე არის  პროექტში)  თავად ხედავთ, უკვე ამოტეხილია. ვფიქრობთ, ბევრ ადგილზე მისი სისქე 6 სანტიმეტრი არ არის. გაოგნებულები ვართ.  ორი დღის წინ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დავპირდნენ ექსპერტს მოიწვევენ და შეამოწმებენ ნამუშევარს. ნასაკირალში ჩინურ კომპანიას 2-ჯერ მოუწია უხარიხოდ დაგებული ასფალტის აყრა, მაგათაც იგივე მოუწევთ _გვითხრა დღეს სოფელ მაკვანეთში, ბაღების უბანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია„ფემინ კონტრაქშენ გრუპია“. 2კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო თანხა 1 437 108 ლარს შეადგენს, რომლის 95 პროცენტს რეგ. ფონდი იხდის, ხოლო 5 პროცენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

_აგერ, ჩვენს ზემოთ, შატოულაში 5 წელზე მეტია დააგო ასფალტი ოზურგეთის საგზაომ („გზამშენი 18“). დღემდე არ გაქანებულა. ძალიან შეწუხებულები ვართ. მე პირადად ყულევის ტერმინალზე ვმუშაობ, 4 დღე ვარ ცვლაში  და აქციის დროს სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ გული ყველას გვტკივა, რატომ მოხდა ასე.ამბობენ, ასფალტი ძალიან შორიდან – თერჯოლიდან მოიტანეს და დაგებამდე საჭირო ტემპერატურა ვერ შეინარჩუნაო.არ ვიცი, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ წვიმაში წყალი შუა გზაზე რომ მოდის, გზას იმ მხარეს, სადაც ხელოვნური სანიაღვრე არხები მოაწყვეს,დახრა არ უნდა ჰქონდეს? _ გვითხრა პაატა გორდელაძემ.

_ ძალიან შეწუხებული ვართ ნენა, არაა აგი კარგი საქმე. 70 ოჯახი ვცხოვრობთ ამ უბანში.როგორ გვიხაროდა…ცალკე მშენებლებიც მეცოდება, რომ ამ დღეში აღმოჩნდნენ _  გვითხრა 85 წლის ციალა გორდელაძემ.

ნანა კალანდარიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა არ დასრულებულა.

_მშენებლებმა შუკებშიც კი დააგეს ასფალტი. მათ შორის მათ მეზობლად მცხოვრებ შალვა ღლონტსაც გაუკეთეს მისასვლელი, ალბათ მდინარე აგიდაყვაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებულ ხიდს  გაუკეთებენ მოაჯირს. ნამდვილად არაა სასიამოვნო, რომ ასფალტი უკვე ამოტყდა _გვითხრა მან.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი გულისტკივილი გაგვაცნეს, მაგრამ მათი ვინაობის დასახელებიდან თავი შეიკავეს.

ერთმა ფაქტმა მიიქცია ყურადღება. გზაზე ამოტეხილები  გზის შუა ადგილებშია.

_ ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ასფალტის დამგებს რაიმე ტექნიკური პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და როგორც ასეთ დროს ხდება, დაზიანებულ ადგილებს კაპიტალურად შევაკეთებთ, სხვა სამუშაოებიცაა დასასრულებელი.  _გვითხრა მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა გაგუამ.

ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერის წარმომადგენელს სოფელ მაკვანეთში გიორგი ბაბილოძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე იგი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

გაზეთი „ალიონი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც  დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ექსპერტს მოიწვევს, დაგვპირდნენ ოფიციალურ კომენტარსაც მოგვწერენ.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 46
    სოფელ ჩხაკაურაში უკრაინიდან ჩამოსულებთანჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის - ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს წარმომადგენლები სოფელ ჩხაკაურაში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს. ირემაძეები 15 წელი ცხოვრობდნენ ლუგანსკის ოლქში და საომარი მოქმედებების გამო იძულებულნი გახდნენ, მშობლიურ სოფელს დაბრუნებოდნენ. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთო ოჯახის ადაპტაციასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.
  • 46
    ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები განიხილეს2021 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021“ გაიმართა. კონფერენციაზე განიხილეს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად. დავით დარჩიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის…
  • 44
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…