დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს, რომელთაგან 7-ს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტზე იმსჯელს. საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ წარმოადგინა და პასუხი გასცა დეპუტატების შეკითხვებს.

პავლე ჭყონიამ განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტში მათ შეიტანეს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პერსონალისთვის (მენეჯერი, აღმზრდელ-მასწავლებლები და ა.შ) ხელფასის 50 ლარით მატება, რისთვისაც ბიუჯეტი 500 ათას ლარს დახარჯავს.

ცვლილებებია სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში: მაგალითად, ლეიკემიით დაავადებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარება და ა.შ.

საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლისათვის“თავმჯდომარე ლევან მგელაძემ დასვა კითხვა, მოხდება თუ არა ცვლილება ოზურგეთის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, გადაიტანენ თუ არა  ზემძიმე მძიმეწონიანი ავტომანქანებისთვის სპეციალური სასწორების დადგმისათვის საჭირო თანხის ნაშთს, რაზედაც მან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

_სასწორების შესაძენი თანხა გათვალისწინებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში. სასწორების დადგმა დაიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას და ამ მიზნით დაზოგილი თანხები შესაძლებელი გამოიყენონ პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად_თქვა ლევან მგელაძემ.

მანვე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანისათვის დეპუტატების თანხმობისათვის გამართული კენჭისყრისას განაცხადა, რომ იგი თავის პოზიციას არ მოახვევს თავს ფრაქცია „უკეთესი ოზურგეთისათვის“ წევრებს, მაგრამ სასწორების დაფინანსების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ხმას არ მისცემს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს.

_ოზურგეთის მერიამ დანაპირები არ შეასრულა_წერს გარემოსდაცვითი არასამთავრობა ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე.

ბიუჯეტში შესული ზემძიმე სატვირთოების შესაძენი სასწორები არ შეისყიდა და არც ნაშთის სახით არ გადადის მომდევნო წლის ბიუჯეტში.

ამა წლის თებერვლის თვეში მერია სთხოვდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამომიგზავნეთ ინფორმაცია რა ტიპის სასწორები შევიძინოო…დაგვენგრა გზებიო..პასუხიც მიიღო თუ რა ტიპის სასწორები შეეძინა…ყველა ინსტანციასთან შეთანხმებული იყო მათ შორის საპატრულო დეპარტამენტთან,რომელთაც გამოთქვეს მზაობა რომ აწონიდნენ სატვირთოებს.

შსს საპატრულო პოლიცია მზადაა კარიერებიდან გამომავალი სატვირთოების ასაწონად.

გაიმართა შეხვედრა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საოგანიზაციო სამმართველოს წარმომადგენელ ბატონ ჯაბა ბარდაველიძეს,შსს გურიის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროს ინსპექტორ ბატონ გივი ცინარიძესა,ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ბატონ თემურ ჭანუყვაძესა და პროექტ „აქტიური მოქალაქეები უკეთესი მომავლისათვის“განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.მოლაპარაკებები და საქმიანი პარტნიორული შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

28 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ბიუროს სხდომაზე აღმოჩნდა, რომ სასწორების თანხა არ აისახა ახალ ბიუჯეტში.

ჩვენ სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია ხვალ წერილობით მივმართავთ ოზურგეთის მერს და საკრებულოს სხდომასაც დავესწრებით.

P.S.თუ მერს არ გადააფიქრებინა ვინმემ რატომ არ ყიდულობს სასწორებს?მხოლოდ ტენდერი იყო გამოსაცხადებელი.

არ დამაწყებინოთ საეჭვო ტენდერებზე საუბარი!!“_წერს ირმა გორდელაძე.

მსგავსი სტატიები

  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 62
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 59
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 59
    საკრებულოს ბოლო სხდომა წინასაარჩევნო ხმაურითდღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა. მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და…
  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…