კალანდა დღეს გურიას ევროკავშირის შვიდი ქვეყნის ელჩი სტუმრობდა. ისინი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „კალანდის“ დღესასწაულის რიტუალებს დაესწრნენ.
უცხო ქვეყნის ელჩებს ქ. ოზურგეთში, „გობრონიძეების მარანი _ ღვინის სალონი“ უმასპინძლა.
მარინა ჯაფარიძე: _კალანდას (14 იანვრის ღამეს), ევროკავშირის 7 ქვეყნის ელჩს და მათ ოჯახებს უმასპინძლა ჩვენმა ტურისტულმა სივრცემ! სტუმრები გაეცნენ გურული კალანდის ტრადიციებს: ჩიჩილაკის ისტორიას, მეკვლეობის ტრადიციას, მიიღეს მონაწილეობა გურული ჯანჯუხისა და საშობაო ღვეზელის მასტერკლასში, მოისმინეს და ჩვენთან ერთად იმღერეს საშობაო ,,ალილო ” , დააგემოვნეს საოჯახო ღვინოები და ტრადიციული გურული სამზარეულოს კერძები. მადლობა ძვირფას სტუმრებს და ბედნიერი მოღვაწეობა მათ 2024 წელს, ჩვენი ქვრყნის საკეთილდღეოდ! კალანდას გილოცავთ!
_წერს სოციალურ ქსელში იგი.
_წერს სოციალურ ქსელში იგი.
მსგავსი სტატიები
- 76https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 68თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 66
- 65ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გეპატიჟებით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში - #ერთად აღვნიშნოთ კალანდა! 17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა 19:00 საათი • ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და…
- 63კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა! მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა; ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა. გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი. ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,შემოქმედელი მიტროპოლიტი…