_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს, ასე არის  პროექტში)  თავად ხედავთ, უკვე ამოტეხილია. ვფიქრობთ, ბევრ ადგილზე მისი სისქე 6 სანტიმეტრი არ არის. გაოგნებულები ვართ.  ორი დღის წინ მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, დავპირდნენ ექსპერტს მოიწვევენ და შეამოწმებენ ნამუშევარს. ნასაკირალში ჩინურ კომპანიას 2-ჯერ მოუწია უხარიხოდ დაგებული ასფალტის აყრა, მაგათაც იგივე მოუწევთ _გვითხრა დღეს სოფელ მაკვანეთში, ბაღების უბანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია„ფემინ კონტრაქშენ გრუპია“. 2კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სატენდერო თანხა 1 437 108 ლარს შეადგენს, რომლის 95 პროცენტს რეგ. ფონდი იხდის, ხოლო 5 პროცენტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

_აგერ, ჩვენს ზემოთ, შატოულაში 5 წელზე მეტია დააგო ასფალტი ოზურგეთის საგზაომ („გზამშენი 18“). დღემდე არ გაქანებულა. ძალიან შეწუხებულები ვართ. მე პირადად ყულევის ტერმინალზე ვმუშაობ, 4 დღე ვარ ცვლაში  და აქციის დროს სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ გული ყველას გვტკივა, რატომ მოხდა ასე.ამბობენ, ასფალტი ძალიან შორიდან – თერჯოლიდან მოიტანეს და დაგებამდე საჭირო ტემპერატურა ვერ შეინარჩუნაო.არ ვიცი, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ წვიმაში წყალი შუა გზაზე რომ მოდის, გზას იმ მხარეს, სადაც ხელოვნური სანიაღვრე არხები მოაწყვეს,დახრა არ უნდა ჰქონდეს? _ გვითხრა პაატა გორდელაძემ.

_ ძალიან შეწუხებული ვართ ნენა, არაა აგი კარგი საქმე. 70 ოჯახი ვცხოვრობთ ამ უბანში.როგორ გვიხაროდა…ცალკე მშენებლებიც მეცოდება, რომ ამ დღეში აღმოჩნდნენ _  გვითხრა 85 წლის ციალა გორდელაძემ.

ნანა კალანდარიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა არ დასრულებულა.

_მშენებლებმა შუკებშიც კი დააგეს ასფალტი. მათ შორის მათ მეზობლად მცხოვრებ შალვა ღლონტსაც გაუკეთეს მისასვლელი, ალბათ მდინარე აგიდაყვაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებულ ხიდს  გაუკეთებენ მოაჯირს. ნამდვილად არაა სასიამოვნო, რომ ასფალტი უკვე ამოტყდა _გვითხრა მან.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი გულისტკივილი გაგვაცნეს, მაგრამ მათი ვინაობის დასახელებიდან თავი შეიკავეს.

ერთმა ფაქტმა მიიქცია ყურადღება. გზაზე ამოტეხილები  გზის შუა ადგილებშია.

_ ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ასფალტის დამგებს რაიმე ტექნიკური პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და როგორც ასეთ დროს ხდება, დაზიანებულ ადგილებს კაპიტალურად შევაკეთებთ, სხვა სამუშაოებიცაა დასასრულებელი.  _გვითხრა მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა გაგუამ.

ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერის წარმომადგენელს სოფელ მაკვანეთში გიორგი ბაბილოძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე იგი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

გაზეთი „ალიონი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც  დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ექსპერტს მოიწვევს, დაგვპირდნენ ოფიციალურ კომენტარსაც მოგვწერენ.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 63
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 57
    საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაძე განკარგულება დაამტკიცესდღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.
  • 50
    სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყოსტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877…
  • 48
    საკრებულოს სხდომა ოპოზიციის გარეშედღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები არ დასწრებიან. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც დატოვეს.სხდომას არაერთი დეპუტატი აკლდა „ქართული ოცნებიდანაც“. თავის გამოსვლაში, საკითხების განხილვამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ნაციონალი დეპუტატების არყოფნა დეპუტატ თათია…