ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო ახალი სპორტული წელი და პირველივე თვეში, პირველ ოქროსაც გაუსინჯა კბილი. ბათუმში ჩატარებულ ღია რეიტინგ-ტურნირში-ACF CUP 2024“, რომელიც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა., საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. 36 მონაწილეს შორის ლაზარემ, რომელსაც ჯერ 9 წელიც არ შესრულებია, 10 წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილია მწვრთნელი-დავით მაღალაშვილიც, რომლის ხელმძღვანელობით გასულ წელს ლაზარემ წარმატებების ნადვილი კასკადით გაახარა თავისი გულშემატკივრები.(მხედველობაში გვაქვს მისი წარმატებები მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე, რესპუბლიკურ და რეგიონალურ ჩემპიონატებში და ტურნირებში და სხვ.) ალბათ მოპოვებულ ოქროზე არანაკლებ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ლაზარეს პირადი რეიტინგის +162 (!!!) ერთეულით მატება, რაც მან უფროსებთან კარგი თამაშით მიაღწია.
ვულოცავთ ლაზარეს ახალი საჭადრაკო სეზონის წარმატებულ დასაწყისს.
იმედია მას სხვა გურული მოჭადრაკეებიც აუბამს მხარს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 73
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 66
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 66
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 66ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 65
20 ივლისს , ოზურგეთში, ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საჭადრაკო კლუბში დილიდანვე შეკრებილთა შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ასაკის(უმეტესობა მოსწავლეები) როგორც თანრიგოსანი , ისე მოყვარული მოჭადრაკები. მათ შორის მეზობელი მუნიციპალიტეტიდანაც. ამ დღესთან დაკავშირებული ტურნირის დაწყებამდე, მოკლედ აღინიშნა ჭადრაკის ისტორიისა და მის მიმართ მსოფლიო ხალხების დამოკიდებულებაზე და მნიშვნელობაზე. შეკრებილთა საჭადრაკო კვალიფიკაციის და…