პატივცემულო ირაკლი,
როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს.
თქვენ ბრძანებთ: “ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა… დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ წარმოდგენილი პროექტი ფართო ჩართულობით მომზადებულ გენგეგმას შეესაბამება. დანარჩენზე ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა შეიძლება, გაკეთდეს“. არ უთქვამთ მართალი და დღევანდელი მოცემულობა კი ის გახლავთ, რომ ჩოხატაურის მერის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, ყოლიფერი გადაწყვეტილია -ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს და ეს იქნება – “ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო”. საინტერესოა, რომ ორბი ჯგუფმა ჯერ არაშენებულ კომპლექსში, აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო (!)
ბახმაროს განვითარების და ზოგადად კარგი პროექტის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მარა არსებული საერთოდ ამოვარდნილია კურორტის ლანდშფტიდან, უცხო სხეულია და ის სავალალო შედეგებს მოუტანს ბახმაროს. როგორც საქართველოში სჩვევიათ და თბილისი ამის ნათელი მაგალითია, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, ანუ მსგავსი პროექტების ხორცშესხმას, კურორტის ბეტონიზაციას, გადაგვარებას, მის დამახინჯებას და ფლორისა და ფაუნის განადგურებას. ამას მოჰყვება რესტორნები, კაფეები, უთვალავი მანქანა, გამონაბოლქვი და ა.შ. ბახმაროს ხიბლი კი სიწყნარესა, სიმშვიდესა, ჯერ კიდევ ხელუხლებელ ბუნებასა და სუფთა, ჯანსაღ, სამკურნალო თვისებების მქონე ჰაერშია. ამ ბეტონის ურჩხულის მაგიერ ხის კოტეჯების მაგვარი პროექტი რომ განავითაროთ, უკეთესი არ იქნება? ის უფრო არ წაადგება კურორტს და ბუნებას?
პატივცემულო, თუ ყოფილხართ ბახმაროში? ერთხელ თუ ჩაგისუნთქავთ იქაური ჰაერი? თუ გინახავთ იქური ბუნება?
შეაჩერეთ ეს პროექტი, რომელიც უეჭველად გამოიწვევს კურორტ ბახმაროს განადგურებას. ამით ბახმაროს აარიდებთ გადაგვარების საშიშროებას და ხალხის პატივისცემას დაიმსახურებთ, განსაკუთრებით კი გურიაში.
რეჟისორი, წიგნების ავტორი, გურული
ირაკლი მახარაძე

მსგავსი სტატიები

  • 83
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 78
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 76
    საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ წერილით ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართავსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს ასლი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ოთარ შამუგიას საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“   წ ე რ ი ლ ი ბატონო ლევან, ბატონო ოთარ, ვთანხმდებით, რომ ბახმარო საქართველოს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური კურორტია. ბოლო დროს, ბახმაროში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს არაერთი…
  • 75
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
  • 74
    „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვებირამდენიმე დღის წინ  რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…