ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ ლევან დავითაშვილს

ასლი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს

ბატონ ოთარ შამუგიას

საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“

 

წ ე რ ი ლ ი

ბატონო ლევან,

ბატონო ოთარ,

ვთანხმდებით, რომ ბახმარო საქართველოს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური კურორტია. ბოლო დროს, ბახმაროში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც აღრმავებს ჩვენს ეჭვებს მის შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი და ბახმაროს განვითარების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების და სფეროს სპეციალისტების ჩართულობა „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ პროექტის საჯარო განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კერძოდ, გონივრულ ვადაში უზრუნველყოთ შეხვედრის ორგანიზება, რათა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  1. როდის მიეცემა მსვლელობა პეტიციას, რომელსაც 5 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი და როგორ უზრუნველყოფთ მსგავსი მასშტაბის პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უფლების რეალიზებას?
  2. 2019 წლის 15 მაისის 1098 განკარგულების თანახმად, კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების (50 მლნ. ლარი) ინვესტიციის განხორციელების ვადა ეწურება 2024 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ვადა და ვალდებულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მთავრობის ვებ-გვერდზე არ იძებნება. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ აღნიშნულ საინვესტიციო ვალდებულებასთან დაკავშირებული ცვლილებების განკარგულებები და დანართები, ასევე ინფორმაცია განკარგულების სხვა პირობების ცვლილებებთან დაკავშირებითაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  3. კომპანიის წარმომადგენლის საჯარო განმარტებით, წლიურად ბახმარო შეძლებს 300 000-მდე ტურისტის მიღებას.
  • არსებობსთუარაპროექტში (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) შესაბამისიანგარიშები, რამდენი ადამიანიდასაქმდება და დაბინავდება კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების შედეგად?
  • მომზადებულია თუ არა ხარჯთსარგებლიანობის დოკუმენტი, სადაც დათვლილია 1 ლარად გადაცემული რამდენიმე ათეული მილიონი ქონების სანაცვლოდ, რა სარგებელს მიიღებს ბახმარო?
  1. არსებობს თუ არა პროექტში (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ), შესაბამისი კვლევებისა და საინჟინრო გადაწყვეტების დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს კომპანია ზვავსაშიშ არეალში ზვავების მართვას, რისკების აღმოფხვრას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას?
  2. გარდა მთავრობის მიერ ერთ ლარად გადაცემული მიწებისა, კომპანიას ამავე ტერიტორიის მიმდებარედ საკუთრებაში აქვს 4 ჰექტარზე მეტი მიწა, არსებობს თუ არა შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი თუ რა იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიებზე (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ). გენერალური გეგმის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიებს გააჩნიათ იგივე პარამეტრები, რაც საპროექტო არეალს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომპანიას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს სხვა მსგავსი მასშტაბის შენობების განთავსებაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის სხვა ნაკვეთებზეც?
  3. კომპლექსის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გონივრულია, რომ კომპლექსს დასჭირდება:
  • დამატებითი ელექტრობის სიმძლავრეები;
  • წყლისსისტემები;
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
  • წყლის გამწმენდი ნაგებობები.

არსებობს თუ არა პროექტში, (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ)  შესაბამისი საინჟინრო ქსელების პროექტები, მათ შორის, საპროექტო ტერიტორიამდე შესაბამისი სიმძლავრეების მიყვანის პროექტი  დაგადაწყვეტილება, თუ ვინ უზრუნველყოფს აღნიშნულ სამუშაოებს, სახელმწიფო თუ კომპანია.

  1. არსებობს თუ არა (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) მთლიანად დაბა ბახმაროს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის და გამწმენდი ნაგებობის პროექტი და უახლოესი სამი წლის განმავლობაში იგეგმება თუ არა მშენებლობის დაწყება?
  2. არსებობს თუ არა პროექტში, (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ) საპროექტო ტერიტორიის სრულფასოვანი საინჟინრო გეოლოგიური კვლევა?
  3. მთავრობის განკარგულების ჩანაწერში მითითებულია ინფორმაცია 10 წლის განმავლობაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. განიხილავს თუ არა სახელმწიფო ამ ვადის გასვლის შემდეგ ბახმაროს ტერიტორიის მრავალბინიანი საცხოვრისებით განვითარებას? მრავალბინიანი შენობისთვის სასტუმროს დარქმევა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიამ დაიწყო საბინაო ერთეულების იდივიდუალურად გაყიდვა) არის თუ არა განკარგულებით დადგენილი შეზღუდვისთვის გვერდის ავლა, რადგან სანებართვოდ წარდგენილ პროექტში არ არის გათვალისწინებული სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სივრცეები.
  4. 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემოსულია თუ არა რაიმე მოთხოვნა ბახმაროს სარეკრეაციო და მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით. არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ საქმისწარმოების მასალები?
  5. შესწავლილია თუ არა, როგორიმოქმედებსბახმაროში არსებულ ბუნებრივ გარემოზე მშენებლობა: მყარი შეწონილი ნაწილაკები(მტვერი), ვიბრაცია,ხმაური, ტრანსპორტის, მათ შორის სატვირთო ავტომობილების ინტერნსიური გაადაადგილება დაგამონაბოლქვი. ასევე,მშენებლობის შემდგომ ვიზიტორთა გაზრდილი ოდენობა და რესურსების გაზრდილი მოხმარებარა გავლენას მოახდენს გარემოზე (განსაკუთრებით ბახმაროს უნიკალურ სამკურნალო ჰავაზე)?

გთხოვთ, გაგვიზიაროთ წერილში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და ამ საკითხებზე მსჯელობისთვის გონივრულ ვადაში უზრუნველყოთ საჯარო შეხვედრის ორგანიზება სახელმწიფოს, კომპანიის და სამოქალაქო საზოგადოების (საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“) წევრებს შორის.

გთხოვთ, წერილზე პასუხი გვაცნობოთ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტებზე:armaz.akhvlediani@gmail.com და savebakhmaro@gmail.com

 

პატივისცემით,

საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“

წარმომადგენელი: არმაზ ახვლედიანი

ტელ: 577 40 36 99

ხელმოწერა:

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 75
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 68
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
  • 64
    განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
  • 58
     ბახვი ჰესი -გილოცავთ,  დედამიწის დღეს ერთად ვაშენებთ მწვანე გარემოს22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ამ თარიღს, საქართველოში ოფიციალურად 1990 წლიდან გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნავენ. დედამიწის დღის აღსანიშნავად, 2024 წლის 20 და 21 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…