საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, მანდატურის სამსახურის უფროსთან სოფიო აბულაშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდება. მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული მათ საჭიროებებზე. ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებსაც შეხვდა, სადაც ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და გურიის მხარეში სასკოლო უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მსგავსი სტატიები
- 70საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…
- 69
- 69შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
- 68გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.
- 68საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…