საქართველო-ესპანეთი 38:3
საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე (აბჟანდაძე 62), კვესელაძე, შარიქაძე (თაფლაძე 59), თოდუა, მატკავა, პერანიძე (ალანია 56). (1-8) ახალაძე (მამაიაშვილი 61), კარკაძე (ნიორაძე 62), გიგაშვილი (აფციაური 61), ბაბუნაშვილი, ჭეიშვილი (ქერდიყოშვილი 61), სპანდერაშვილი, ცუცქირიძე (გიორგაძე 64), ჯალაღონია
6ლ: პერანიძე, საჯარიმო, ტაბუცაძე, კვესელაძე, ბაბუნაშვილი, თაფლაძე. 3გ: მატკავა, აბჟანდაძე (2)
მსაჯი: სემ გროუვაითი (შოტლანდია)
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. ბორჯღალოსნებმა მესამე ტურის მატჩში ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანეთი 38:3 დაამარცხეს.
პირდაპირ უნდა ითქვას, პირველი ტაიმი არ გამოვიდა. უპირატესობას კი ვფლობდით, მაგრამ მეტოქის დაცვის დაძლევას და ქულების მოპოვებას ვერაფრით ვახერხებდით. მეტიც, ანგარიში 21-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოდან გახსნეს – 3:0.
ანგარიშში დაწინაურება საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოახერხა. მოლით შეტევა ესპანელებმა შეგვიჩერეს. მორკინალების მოკლე დარტყმებით ლელოს მივუახლოვდით და ცხრა ნომერმა თენგიზ პერანიძემ ცრუ მანევრით ბურთი დაამიწა. ლუკა მატკავამ გარდასახა – 7:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებმა ტემპს უმატეს. ყველა უპირატესობა, შერკინებაში, დერეფანში და უკანა ხაზის სწრაფ თამაშში სრულად გამოიყენეს. მეტოქეს ისე გაუჭირდა, რომ ორჯერ ზედიზედ ყვითელი ბარათი დაიმსახურეს და მოედანზე 13 კაცით დარჩნენ 15-ის წინააღმდეგ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 31:0 მოიგო. ესპანელებს საკუთარი მონაგარის გაზრდის შანსი არ ქონია. საჯარიმო ლელოს აკაკი ტაბუცაძის, მიხეილ ბაბუნაშვილის, გიორგი კვესელაძისა და დემე თაფლაძის ლელოები მოჰყვა. ორი გარდასახვა თედო აბჟანდაძემ მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ ილია სპანდერაშვილი დაასახელეს. თედო აბჟანდაძემ კი, კარიერაში 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე დღეს მოგვიანებით გაირკვევა.
მსგავსი სტატიები
- 55U21. ხარატიშვილის გმირობა - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პენალტების გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიოპოვა. პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში…
- 54ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების…
- 54დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 5327 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 53ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…