ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ცნობილი, წარმატებული ადამიანებით.

მათ რიცხვში აუცილებლად დასახელდება  ზაზა მასხულია.

ზაზა მასხულია დაიბადა ქ. თბილისში.მამა _ჟურნალისტი სოლომონ (სოსო) მასხულია გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში მუშაობდა. შემდეგ სოლომონმა მუშაობა გააგრძელა ქ. მახარაძეში, რაიონული გაზეთის  რედაქტორის მოადგილედ. შვილებმაც ზაზამაც და დუდემაც აქ დაამთავრეს საშუალო სკოლა, ზაზამ ოქროს მედალზე. მოსწავლეობის პერიოდიდან ორივე უკრავდა ქალაქის საბჭოსთან არსებულ სასულე ორკესტრში: უფროსი ძმა  _  საყვირზე, ზაზა _ ფლეიტაზე.

სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიები მთელი სისასტიკით შეეხო მასხულიების ოჯახს. მამა _სოსო მასხულია უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მეუღლეს _ ნინო ხუჭუას, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, მასწავლებლის უფლება ჩამოართვეს.  ძმები ოჯახის შესანახად  ფიზიკურად მუშაობდნენ,  თუმცა მათ სწავლა არ მიუტოვებიათ და წარმატებითაც სწავლობდნენ.

ზაზა მასხულია წარმატებული ფეხბურთელი იყო. 1937-41 წლებში რესპუბლიკურ შეჯიბრებაში თავი გამოიჩინა მახარაძის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა „სიხარული“ სადაც ძმები მასხულიები საუკეთესო ფეხბურთელებად სახელდებოდნენ.

1946 წელს მახარაძის „დინამო“ ნაკრების სახელით  საქართველოს პირველობაზე  პირველი კატეგორიის გუნდებთან გამოდიოდა. ამ წელს მათ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს,რაშიც დიდი იყო ძმები მასხულიების წვლილი.

ზაზა მასხულია შემდეგ ქ. ქუთაისში, ერთ-ერთ წარმატებულ გუნდში თამაშობდა.

ხოლო  დუდემ თამაში გააგრძელა თბილისის საფეხბურთო კლუბ „ტოდოში“, სადაც 7 წელი ითამაშა. დუდემ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სანთო-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა მახარაძის ქალაქის საბჭოში, შემდეგ ჯერ გაზის კანტორის, შემდეგ გაზის სამმართველოს უფროსად.

ზაზა მასხულია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდეგ დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი საქონელთმცოდნეობის სპეციალობით.

ზაზა  წლების მანძილზე მუშაობდა ქ. მახარაძეში  ცენტრალური უნივერმაღის დირექტორად, საქვაჭრობის დირექტორად, რაიკავშირის თავმჯდომარედ.

ზაზა მასხულიას ორი ექიმი ქალიშვილი ყავს, ცისია და ნათია მასხულიები, სამი შვილისშვილი და ხუთი შვილთაშვილი

მეუღლე მაყვალა როგავა დღესაც ულამაზებს ცხოვრებას მთელს შთამომავლობას.

ზაზა მასხულია 1993 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოზურგეთს ახსოვს ზაზა მასხულია, იხსენებენ  მისი უმცროსი მეგობრები, ახლობლები.  პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.

თემუზი  ბებურიშვილი, ნუკრი ზაქარიაძე

მთავარ სურათზე:_დგანან:(მარცხნიდან მარჯვნივ) ვასო შოშიტაიშვილი. იმჩატი ზაქარიაძე, დუდე მასხულია, ზაზა მასხულია, გივი (ბახა) მექვაბიშვილი, ჭილა კვეღელიძე, ვახტანგი ჩხიკვიშვილი, კოტე გოგატაძე;

სხედან: შოთა შოშიტაიშვილი, შუტუ გოგუაძე, კუკური ნაკაიძე,კოტე თავბერიძე, გიორგი მახარაძე, გიორგი თოხაძე (მწვრთნელი), მანიკა ზაქარიაძე, დავით სამსონიძე. 1939 წ. წერილში პირველი ფოტო ზაზა მასხულია; მეორე ფოტო _ზაზა მასხულია, კოტე გოგატაძე.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 61
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 59
    იური სიორიძე _მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა წუთისოფელიდღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო  გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
  • 59
    ბახვი ჰესი  - ნარჩენების მართვა პროექტის განხორციელების არეალშიბახვი ჰესის პროექტისფარგლებში, ნარჩენების მართვამშენებლობისა და ექსპლოატაციის ეტაპზე, გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. ბახვი ჰესის დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში,  მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ნარჩენების წარმოქმნა,  აქედან გამომდინარე ქართული კანონმდებლობის სრული დაცვითა და ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიას შემუშავებული აქვს ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს ჰესის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი…
  • 58
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…