4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები – კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი და შიშო – კასუგანო ოიაკატა, სხვადასხვა კლუბების ოიაკატები, მოქმედი თუ ყოფილი სეკიტორები და სუმოს სამყაროს ნამდვილი ლეგენდები (მათ შორის, ჰაკუჰო, ასაშორიუ, ტერუნოფუჯი და სხვები).
ლეგენდარული სუმოისტისის გაცილების ცერემონიალში ცნობილი ანსამბლი „რუსთავი“ მონაწილეობდა.
ინტერვიუ ანსამბლის წევრთან, ოზურგეთელ გიორგი ქარცივაძესთან, მისი იაპონიაში ყოფნის დროს დაიგეგმა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ცოტა დაგვიანებით გთავაზობთ:
_ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი დანპაცუ-შიკის საზეიმო ცერემონია, სადაც ჩვენ ვნახეთ ლევან გორგაძის გულშემატკივრების დიდი პატივისცემა, დაფასება, დიდი ემოციები და სიყვარული.მართლაც საოცარი ხალხია იაპონელები. დარბაზში იყო მათი შეძახილები „ტოშინოჩის გაუმარჯოს.“ მხურვალე აპლოდისმენტები და სიყვარული იქ დამსწრე ქართველის გულშემატკივრებისაგანაც მიიღო_ გვითხრა გიორგი ქარცივაძემ.
_ როგორ მოხდა ანსამბლი „რუსთავი“ ამ ცერემონიალზე?
_ანსამბლ „რუსთავს“ტოჩინოშინთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.მისი სურვილიც იყო იმ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით მის გვერდში. ამაში იაპონიაში საქართველოს საელჩო დაგვეხმარა. ანასამბლის დელეგაცია 9 მომღერლის, 8 მოცეკვავის და 3 მუსიკოსისგან შედგებოდა.
ტოჩინოშინმა თავის სამადლობელ სიტყვაში, რომელიც იაპონურ ენაზე დაიწყო და ქართულ ენაზე გააგრძელა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ანსამბლ „რუსთავს“ მისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს გვერდში დგომისთვის.
_ვიცით, ამ ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ იაპონიაში..
_ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები აქტიურად იყიდება ტოკიოში. ტოჩინოშინი კი ამ ღონისძიებაზე იაპონიაში მყოფ ყველა ქართველს ეპატიჟება და უსასყიდლოდ გადასცემს ბილეთებს. ამაში მას აქტიურად დაეხმარა საქართველოს საელჩო იაპონიაში. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იაპონიაში ცხოვრობდნენ, ან ვიზიტით იმყოფებოდნენ და სურვილი ჰქონდათ დასწრებოდენენ ამ შთამბეჭდავ ცერემონიალს საქართველოს საელჩოს უკავშირდებოდნენ.
_ თქვენი კონცერტები სად შედგა?
_პირველი კონცერტი იაპონური მხარის ორგანიზებით Tokyo kaikan-ში გაიმართა, მეორე – Azabudai hills tokyo-ში. პირველ დღეს 9 სიმღერა და 5 ცეკვა შევასრულეთ. მეორე საღამო ქართულმა მხარემ მოაწყო, სადაც მომღერლები წარვსდექით მაყურებლების წინაშე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იაპონიაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ ლეჟავას და მთელს საელჩოს მხარდაჭერისათვის.
_დამსწრე ქართველებზე რას გვეტყვით?
_ ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“სასახლეში 10 ათას მაყურებელზე მეტი ესწრებოდა ცერემონიალს. ქართველებიც ვიყავით.ოფიციალურ პირებს გარდა, ჩვენთან ერთად იყვნენ ელჩის მეუღლე ანანო სიჭინავა და ნინო ქაჯაია (ორთავე წარმოშობით ოზურგეთელია).
_ სხვა რა ემოციები გამოგყვათ ამ ვიზიტისგან?
_ განსაკუთრებულად ემოციური იყო თმის შეჭრის ცერემონიაზე ტოჩინოშინის პატარა შვილის ყოფნა, რომელსაც ხარება ქვია. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. როცა საქართველოში ვბუნდებოდით, გამოცილების დღესაც თავად ტოშინიჩინი მოვიდა ოჯახთან ერთად და ქართული დელეგაციის 22-ვე წევრს სამახსოვრო საჩუქრები დაგვირიგა.
ერთ-ერთ ქართულ საიტზე ასეთი კომენტარი წავიკითხე:
„მაგარი კაცი! ცოტა იღბალი რო დახმარებოდა იოკოძუნაც გახდებოდა !
რასაც მიაღწია მძიმე შრომით მაგრამ ტრავმებმა არ მისცეს საშუალება გაეგრძელებინა ტრიუმფი თავის კარიერის!საამაყო ქართველი!“ _ალბათ ამაში ყველაფერია ნათქვამი.
მსგავსი სტატიები
- 94დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 91ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 91ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 89ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 8827 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…