ბატონო რეზო,

გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი წვლილი ხალხური სიმღერების, მათ შორის, ფენომენალური გურული სიმღერების პოპულარიზაციაში. ამ მიმართულებით თქვენი ხელმძღვანელობით არაერთი კულტურული ღონისძიება ჩატარებულა, რითაც დიდი ასპარეზი ეძლეოდა ახალ თაობას.მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, რამაც მოგიტანათ დამსახურებული ავტორიტეტი, უამრავი ჯილდო და აღიარება. თქვენ ბრძანდებით ღირსების ორდენოსანი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი.როგორცფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთეთ კოლხეთის, საქართველოს ისტორიის შესწავლის, მწერალთა და მეცნიერთა ღვაწლის წარმოჩენისათვის. გურიისა და სამეგრელოს მხარეთა ურთიერთობის განმტკიცებისათვის, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებისათვის.

9 1წელი_ეს მართლაც დიდი გადასახედია. უკან რჩება მშფოთვარე, მხიარული, ტკივილიანი დღეები. იყო წინააღმდეგობები, მაგრამ ყოველთვის გამოგარჩევდათ მოყვასის სიყვარული, ერთგულება, უღალატობა ,პასუხისმგებლობა ,შემოქმედობითობა და აღმაფრენა. ამიტომაც ხვდებით დიდი უბილეს, დიდებული ოჯახის_მეუღლის, შვილების, შვილიშვილების და მთელი საზოგადოების სიყვარულით გარემოსილი. დიდხანს სიცოცხლეს, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ.

დაე, ყოველთვის გეთქვათ_ ,,ვლოცავ დღეს ჩემი გაჩენის, ბედნიერი ვარ მე“!

 

ფოთის საზოგადოებისა და ფაზისის საერო-სამეცნიერო

აკადემიის, საპატიო ფოთელთა (მოქალაქეთა) ასოციაციის სახელით:

დოდო ხუხია,

ირაიდა ფაცია,

ჯემალგურგენაძე,

გიადარჯანია,

 ვაგნერი მხეიძე,

ზურაბ აბრალავა,

რეზო ჩაგანავა,

დათო პაჭკორია,

 გოგი გუდავაძე.

მსგავსი სტატიები

  • 97
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 97
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 93
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 93
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 91
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …