დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

„ძვირფასო მგზავრებო, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 69
    (მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 67
    საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსძვირფასო მგზავრებო! გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 22 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი 22 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი 23 თებერვალი – თბილისი ოზურგეთი 23 თებერვალი – ბათუმი ოზურგეთი-ბათუმი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზა
  • 67
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 67
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ SILVAR-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი…
  • 66
    სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგასამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.