ქალაქ ამბროლაურში პირველად, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან, 26 იანვრიდან ამოქმედდა – ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტობუსები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

„სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 თებერვლიდან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასი 50 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ.

ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსები ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს გადაეცათ.

წყარო: bm.ge

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 64
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 60
    სამი ოქრო და სამი ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირიდან!23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო…
  • 60
    გომისმთაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყოოზურგეთი-შემოქმედი-გომისმთის გზაზე ვაკე-საირმის ქვემოთ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს გომისმთის გზის მშენებელი კომპანია Nev Road ახორციელებს. სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო.
  • 59
    ოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქრო მოიპოვაოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობა ამჯერად მარჯვენა მკლავში მოიგო. პარასპორტული ევროპის პირველობა მკლავჭიდში სლოვაკეთში იმართება. გუშინ ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა ჩემპიონობა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში მოიპოვა.