გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსთან კახა დვალთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 2 778 აბონენტს მისცემს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობას და სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული.
მსგავსი სტატიები
- 75საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 75გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მოქალაქეთა ყოველკვირეულ მიღებას დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა, რომელიც ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა.
- 74ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან…
- 74ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო.
- 73საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…