23 მარტს ქ. ლანჩხუთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში გარდაცვლილი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ( 2009 – 10 ; 2011 – 12 წწ დაბადებულთა შორის ) გაიმართა.
მასში მონაწილეობა რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა ასაკის მოჭიდავეებმა, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ქართული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შინ 13 მედალი წამოიღეს.
🥇 I ადგილი
შმაგი კალანდაძე ( 40 კგ)
საბა შარაშენიძე ( 55 კგ)
ლევან კალანდაძე ( 60 კგ)
გიორგი ბუკავაძე ( 70კგ, აბსოლუტური წონა)
რეზი დიდმანიძე ( მძიმე წონა)
თამაზ ძნელაძე ( 70 კგ)
ავთანდილ შავაძე ( 55 კგ)
🥈 II ადგილი
მათე გოგუაძე ( 40 კგ)
საბა ქურასბედიანი ( 60 კგ)
რევაზ ბოლქვაძე ( მძიმე წონა)
გივი გოგიშვილი ( 73 კგ)
ლაშა ბოლქვაძე ( მძიმე წონა)
🥉 III ადგილი
მინდია ბერაძე ( 70 კგ)
საბა მახარაძე ( 50 კგ)
 ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის : დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს
 ტურნირს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად დაესწრო.
გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცა.
 ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ა (ა) იპ ,,სპორტული ცენტრისა“ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.

მსგავსი სტატიები

  • 92
    ოზურგეთელებმა საერთაშორისო ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს 29-30 ნოემბერს ქ,. ქუთაისში,  ბ/ რ ჭიდაობაში ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებს შორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასპარეზობაში საქართველოს გარდა შვიდი ქვეყანა: ჩინეთი, ლატვია.ლი ეტუა, ესტონეთი, პოლონეთი, სომხეთი და შვედეთი იღებდა მონაწილეობას.  ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებიდან, შვიდი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღო ოზურგეთის…
  • 91
    10 მედალი ჩვენია!11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
  • 91
    13 მედალი კიკბოქსინგელებისგან!!! ქ. ქუთაისში 1 თებერვალს კიკბოქსინგში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.  ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში ჩატარდა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსონგის სექციის ( ურეკის ჯგუფი) სპორტსმენებმა და შინ 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო წამოიღეს.  I ადგილი ანა მუკუტაძე…
  • 90
    13 მედალი ჩვენია!!!ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…
  • 89
    9 მედალი რესპუბლიკური ტურნირიდან ჩვენია!ქალაქ თბილისში 3 - 5 დეკემბერს ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ასპარეზობაში მოჭიდავეები მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ცხრა მედალი, აქედან ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო მოიპოვეს. I ადგილი ერეკლე თავბერიძე…

არ გამოტოვოთ