(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი)

მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას.

დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან.

დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს და შემდეგ აღარ დაუნიშნავთ. მოსახლეობა საყვედურს გამოთქვამს ღამის მატარებლის გაუქმების გამო.

ოზურგეთელები ასევე საყვედურს გამოთქვამენ ოზურგეთი-ბათუმის სამგზავრო ელექტრომატარებლის განრიგის გამო.

ოზურგეთი-ბათუმის #613/614 სამგზავრო მატარებელი ოზურგეთიდან დილის 6 საათზე გადის და ზაფხულის სეზონის გარდა რამდენიმე ათეული ადამიანი თუ სარგებლობს.

მ.გ. _ მე და ჩემი მეუღლე დღეს (ვესაუბრეთ 8 მარტს) ქუთაისში ვიყავით. დილის 6 საათზე გამოვედით ოზურგეთიდან. სულ რამდენიმე ადამიანი მგავრობა. ბათუმში ცხრის წუთებზე ვიყავით. იგივე შემადგენლობა 8 საათსა და 25 წუთზე ქუთაისის რეისზე წავიდა. ქუთაისში დაახლოებით 12 საათსა და 40 წუთზე ჩავედით.  დღის 16 საათსა და 45 წუთზე ბათუმისკენ წამოვედით, რომ იქედან კვლავ ოზურგეთში დავბრუნებულიყავით. ქობულეთში ჩამოვედით და იქ, რკინიგზის ვაგზალში  ველოდებით მატარებელს. ძალიან ციოდა,გავუძელით… ბათუმიდან ოზურგეთისკენ მგზავრობის დრო კიდევ გადაწიეს და ახლა იგი 21 საათსა და 35 წუთზე გამოდის…გრაფიკით 23 საათსა და 48 წუთზეა ოზურგეთში_გვითხრეს  მათ.

ქობულეთის რკინიგზის ვაგზლის შენობაში  ბათუმი – თბილისის ჩქარი სამგზავრო მატარებლის მგზავრებს ვესაუბრეთ, რომლებიც სადგურის თანამშრომლებს სთხოვდნენ, რომ მორიგი მატარებლის მოსვლამდე ბარგი დაეტოვებინათ,  რადგან იქ ციოდა, პატარა ბავშვიც ახლდათ, უნდოდათ  რომელიმე კაფეში გადასულიყვნენ და გამთბარიყვნენ.

 

_ წუთით გაგვასწრო ბათუმი-თბილისის ჩქარმა მატარებელმა. ტაქსით წამოვედით ქობულეთში, რომ აქ მოგვესწრო. გზაზე საცობები იყო და აქაც ვერ მოვუსწარით. აქ ძალიან ცივა. ქვედა კარები არ იკეტება და გვეუბნებიან თქვენ თავად დაკეტეთო. ქვემოთ შენობაში  მიუსაფარი ძაღლებია და იქ ჩასვლის გვეშინია. მომდევნო მატარებელი ბათუმიდან 3 საათის შემდეგ გამოდის _წუხდნენ ისინი…

სამგზავრო სადგურის თანამშრომლებს გავესაუბრეთ.

_ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა რკინიგზის ვაგზლის შენობას და რკინიგზის დეპარტამენტმა გადახურა. აქა-იქ ჭერი კი არის დაზიანებული, მაგრამ შეაკეთებენ. აქ ასეთი პირობები გვაქვს _გვითხრეს მათ.

როგორც იქნა ბათუმი-ოზურგეთის სამგზავრო მატარებელი ჩამოდგა და ქობულეთიდან საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ოზურგეთში ჩამოვედით. აქ მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის შესახებ არავის დასცდენია სიტყვა. ყველა ჩქარობდა, ვაგზლის წინა მხარეს დროულად გასულიყვნენ, რომ ტაქსი აეყვანათ სახლებში მისულიყვნენ.

მსგავსი სტატიები

  • 85
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 77
    სამი ოქრო და სამი ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირიდან!23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო…
  • 75
    გომისმთაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყოოზურგეთი-შემოქმედი-გომისმთის გზაზე ვაკე-საირმის ქვემოთ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს გომისმთის გზის მშენებელი კომპანია Nev Road ახორციელებს. სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო.
  • 75
    საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება30 ივნისს, კიოლნში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევრო 2024. 1/8 წყვილი ესპანეთი-საქართველო გერმანია-დანია პორტუგალია-სლოვენია საფრანგეთი-ბელგია რუმინეთი-ნიდერლანდები ავსტრია-თურქეთი ინგლისი-სლოვაკეთი შვეიცარია-იტალია
  • 73
    ოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქრო მოიპოვაოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობა ამჯერად მარჯვენა მკლავში მოიგო. პარასპორტული ევროპის პირველობა მკლავჭიდში სლოვაკეთში იმართება. გუშინ ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა ჩემპიონობა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში მოიპოვა.