2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს.
ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო ბანაკის სპეციფიკა. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით მოწყობილი სამშენებლო ბანაკი მდებარეობს სამშენებლო უბნის სიახლოვეს, ადვილად მისადგომ ტერიტორიაზე, რათა ბანაკიდან მუშა პერსონალის სამუშაო ლოკაციებზე ტრანსპორტირება მაქსიმალურად უსაფრთხო და გამართული იყოს. ბანაკი ადგილობრივი მაცხოვრებლების საცოხვრებელი ზონიდან მაქსიმალურად არის დაცილებული, შესაბამისად, მინიმუმამდე არის დაყვანილი მოსახლეობის შეწუხება ხმაურის გავრცელებით, რომელიც მშენებლობის პროცესს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბანაკისთვის სპეციალურად შეირჩა ნიადაგის ნაყოფიერი ფენითა და მცენარეული საფარით მწირი ტერიტორია, რომელიც მაქსიმალურად დაცილებულია მდინარეს, რაც ამცირებს როგორც ნიაგადზე ზემოქმედებას, ასევე – მდინარის დაბინძურების რისკებს.
„ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკი სულ 140 ადამიანზეა გათვლილი. დღევანდელი მონაცემებით, ადგილზე სულ 58 მუდმივი მაცხოვრებელია. აღსანიშნავია, რომ ბანაკში მუდმივ მაცხოვრებელთა რიცხვი სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი ეტაპების მიხედვით კიდევ გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება აღნიშნული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების გაწმენდა და რეკულტივაცია, რის შედეგადაც ნაკვეთს დაუბრუნდება პირვანდელ იერსახეს “, _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
მრჩეველთა საბჭოზე, კომპანიის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა ისაუბრა იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც ზედმიწევნით იცავს კომპანია როგორც სამშენებლო პერიმეტრზე, ასევე – პერიმეტრის ახლოს მდებარე სოფლებში. გასულ თვეს, სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობის მიზნით, მთისპირის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია გზშ-ს აღსრულების ნაწილზეც. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაწერილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების სამოქმედო გეგმა, პრიორიტეტული მიმართულებაა პროექტის განხორციელების მოცემულ ეტაპზე. საერთაშორისო ექსპერტები გარკვეული პერიოდულობით სამშენებლო პერიმეტრის მონიტორინგს განახორციელებენ და შეაფასებენ ბახვი ჰესის გუნდის მუშაობას ამ მიმართულებით.
ბახვი ჰესის გუნდმა დაასრულაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისქედში დაგეგმილი სოციალურ პროექტი, რომლის შედეგადაც უახლოეს მომავალში ვანისქედის 47 ოჯახს სასმელი წყალი სახლებში მიეწოდებათ. პროექტის ფარგლებში კომპანიამ შექმნა წყლის სისტემა, გააკეთა დაქსელვა, გამრიცხველიანება და ააშენა წყლის სატუმბი სადგური. დასრულებული პროექტი კომპანიამ მუნიციპალიტეტს გადასცა სამართავად.
მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებთან შეთანხმდა მათი 2024 წლის ჩართულობის პროგრამა, რომელიც თითოეული საბჭოს წევრის მეტ და უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს კომპანიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებში.
#ჩვენ ერთად ვაშენებთ
მსგავსი სტატიები
- 87
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმში დაფუძნდა. საბჭოს შექმნის მიზანი განახლებადი ენერგიის პროექტის, ბახვი ჰესის მშენებლობის გამჭვირვალე და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნვეყოფით განვითარება იყო. იდეა კი, ერთიანი ძალებით (კომპანია და დაინტერესებული მხარეები) ძლიერი ინსტიტუციის მშენებლობის უპრეცედენტო ინიციატივას ემსახურებოდა. დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და…
- 85
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 84
2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 84
#ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
- 80
#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…