ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში,ნომერ პირველ პრიორიტეტად – შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს.ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურებისმშენებლობის ეტაპზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: 1) პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა;2) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;3) პროექტის მომიჯნავე თემების უსაფრთხოების გეგმა.   თითოეული დოკუმენტი აკისრებს კომპანიას,როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას, ისე IFC-ის საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი მიდგომების აღსრულებას. აღნიშნული მიდგომის მთავარი მიზანი, ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებულთათვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.ეს კი გულისმობს,ბახვი ჰესის სამშენებლო პროექტისთვის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნასა და მის განხორციელებას/აღსრულებას.

„ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება კომპანიის თითოეულ თანამშრომელზე: მენეჯერზე, ოფიცერზე, ინჟინერზე, რიგით მუშახელსა და ყველა სხვა პირზე, რომელიც იმყოფება სამუშაო უბანზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამშენებლო პერიმეტრზე თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. კომპანიაში გვაქვს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომისუსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პოლიტიკის შემუშავებასა და მის აღსრულებაზე.ამასთანავე, შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციები მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: მუშახელის ინსტრუქტაჟის ორგანიზება და უსაფრთხო სამუშაო პროცედურების შესრულების მეთვალყურეობა; შემუშავებული პოლიტიკის შესახებ ყველა დასაქმებულის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; პროექტის  მენეჯმენტისთვის ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების გაცნობა; სამუშაო სივრცის პერიოდული შემოწმება და დარღვევების არსებობის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება“ – აცხადებს მიხეილ ნატროშვილი, კომპანია ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერი.

ბახვი ჰესის პროექტზე დასაქმებული თანამშრომლები აღჭურვილნი არიან საქართველოს ბაზარზე არსებული საუკეთესო ხარისხის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რაც მოიცავს სპეც. ტანსაცმელსა და სხვა აღჭურვილობას; სამუშაო პროცესს მუდმივად აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და ოფიცერი; პროექტს ჰყავს ექიმი, რომელიც მუდმივად იმყოფება სამშენებლო ტერიტორიაზე. იგი აღჭურვილია ყველა შესაბამისი სამედიცინო საშუალებით. საპროექტო არეალში განთავსებულია საგზაო უსაფრხოების შესაბამისი სტანდარტის ნიშნები და მაფრთხილებლები. დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და სწავლება. ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი საშუალებას აძლევს დასაქმებულებს მიიღონ ინფორმაცია იმ დღის კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. კერძოდ, როგორ უნდა წარმართონ სამუშაო პროცესი ისე რომ, დაიცვან თავი დაზიანებისგან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყო უსაფრთხოდ და ა.შ. ამასთან, ახალ თანამშრომლებს  სამშენებლო მოედანზე შესვლამდე უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ტრენინგი. ეს უკანასკნელი მოიცავს ზოგად ინფორმაციას პროექტზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების შესახებ, ობიექტზე უსაფრთხოდ ყოფნის და მუშაობის წესებს, ასევე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და შეტყობინების სისტემას. თითოეულ მონაკვეთში, სადაც ტექნიკა მუშაობს, დგანან მედროშეები,რომლებიც აკონტროლებენ ამავე ტექნიკის უსაფრთხო მუშაობას..

ბახვი ჰესის ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა, მიხეილ ნატროშვილმა სპეციალური ტრენინგი მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც ჩაატარა. ტრენინგის მთავარი მიზანი უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლება იყო. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ, რომელიც სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობს, იცოდეს უსაფრთხოების ნორმები და დაიცვას ისინი, მიაქციოს ყურადღება უსაფრთხოების ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია გზებსა და სამშენებლო პერიმეტრთან ახლოს მდებარე მონაკვეთებში.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 80
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა  2024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა.  საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს. ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო…
  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 41
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…