2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სტიქტიური მოვლენები და ბუნებრივი კატასტროფები – როგორ ამოვიცნოთ საშიშროება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს; ნარჩენების მართვა – შემცირება, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა; მდგრადი ენერგიის წყაროები, როგორც გარემოზე  ზემოქმედების შერბილების საშუალება; ბიომრავალფეროვნების მართვა, მისი დაცვის მექანიზმი; გარემოს დაბინძურება და მისი შედეგები.

„საინტერესოდ ვითარდება ჩვენი ტრენინგები. გასაოცარი ენთუზიაზმი აქვთ ახალგაზრდებს. გასულ წელს,  ორივე სკოლაში ფარული კენჭისყრით უფროსკლასელებმა აირჩიეს ეკო ელჩები, რომელთა ნომერ პირველი მოვალეობაა, იზრუნონ გარშემომყოფთა განათლებაზე. გვახარებს, რომ ჩვენთან მიღებული ცოდნის და გამოცდილების განვრცობა ხდება. ეკო ელჩები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალებას. ამის დასტურია ჩვენი აქტიური კომუნიკაცია, ტრენინგების მიღმაც. მნიშვნელოვანი პროექტია და დიდი მადლობა ბახვი ჰესს იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც მთისპირელ და ჩხაკაურელ მოსწავლეებს სთავაზობს. ჩვენ ტრენერებიც უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ბავშვებთან კომუნიკაციით და მათთვის იმ ცოდნის გადაცემით, რომელიც ასე საჭიროა 21- ე საუკუნეში არსებული გამოწვევების ფონზე“ – აცხადებს კომპანია „ვიარფესტის“ ხელმძღვანელი და ტრენერი, ხათუნა იოსავა.

„ჩვენი სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტი ის მიმართულებაა, რომლის განხორციელებითაც უდიდესი წვლილი შეგვაქვს ბავშვების განვითარებაში,  . ეს კი,  ძალიან გვახარებს, რადგან ახალგაზრდა თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ჩვენთვის ყელაზე საამაყო და სასიხარულოა. ვფიქრობთ, ის ცოდნა და გამოცდილება ამ ასაკში ჩვენთვისაც რომ გადმოეცა ვინმეს, ბევრი საკითხი უკეთ იქნებოდა მოგვარებული დღეს.  გარემოსდაცვა ჩვენი ყველას საზრუნავია და თუ როგორ უნდა იზრუნო სწორად, ამის ცოდნა, დღეს ფასდაუდებელია. ახალ სემესტრს ახალი, საკმაოდ საინტერესო თემებით ვიწყებთ. ტრადიციულად, იგეგმება ექსკურსიაც. წარმატებები მინდა ვუსურვო როგორც ტრენინგის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებსაც“ – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.  

ტრენინგ კურსი ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან არსებობს. 2023-2024 სასწავლი წლის პროგრამა სექტემბერში დაიწყო და ორივე სემესტრს მოიცავს. შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება.  პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    ბახმაროს განვითარების საკითხზე ირაკლი მახარაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავსპატივცემულო ირაკლი, როგორც ვხედავ, თქვენც მიაპყარით მზერა ბახმაროს და ერთ ლარად ბოძებულ ტერიტორიაზე ორბი ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტს, რომელიც ზიანის გარდა არაფერ კარგს არ უქადის ამ დიდებულ კურორტს. თქვენ ბრძანებთ: "ბახმაროს რაც შეეხება - მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა... დღევანდელი მოცემულობა…
  • 80
    განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების…
  • 80
    რა ხდება აკეთში და რატომ იცვლის კალაპოტს პერიოდულად მდინარე სუფსადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, ხალხმრავალი აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები კომპანია „ახალი ქარხანა“ მიერ მდინარე სუფსის აუზში ინერტული მასალის კანონდარღვევით ამოღებას აპროტესტებდნენ. აკეთელები ამბობდნენ, რომ ინერტული მასალების არასწორი მოპოვების გამო მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, ასევე გაანადგურა მდინარისპირა საძოვრები, რომლითაც ამ სოფლის მაცხოვრებელთა პირუტყვი სარგებლობდა, ჭებში დაშრა წყლები,…
  • 76
    „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვებირამდენიმე დღის წინ  რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…
  • 75
    საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ წერილით ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართავსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს ასლი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ოთარ შამუგიას საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“   წ ე რ ი ლ ი ბატონო ლევან, ბატონო ოთარ, ვთანხმდებით, რომ ბახმარო საქართველოს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური კურორტია. ბოლო დროს, ბახმაროში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს არაერთი…