გავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა.
აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
სოფელ მთისპირში, ნემსაძეების უბანში ბესო ნემსაძის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა. საბედნიეროდ ბესო და მისი დედა გულიზარ ნემსაძე ნგრევას გადაურჩნენ. აქ გამოქვეყნებული ფოტო რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. , ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით იგი საკუთარ სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ექიმებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.