მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“, სადაც ჯგუფ „პიკნიკის“კონცერტი უნდა გამართულიყო, წინასწარი მონაცემებით, მომხდარი ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას რია-ნოვოსტი ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ მურაშკოს ცნობით ტერაქტის ადგილიდან ჰოსპიტალიზირებულია 115 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. 60 ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, ფოედან პარტერში  სამი შეიარაღებული პირი ნიღბების გარეშე  შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი.  რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები ,  და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ანუ ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება – ე.წ. ხორასანის ვილაიეთი.

მსგავსი სტატიები

  • 62
    „კროკუსის“ ტერაქტის მონაწილეები დააკავესმოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუსის“ტერაქტის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება. რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვის ცნობით დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის უშუალო მონაწილე 4 პირი. ბორტნიკოვმა  ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უპატაკა _წერს გამოცემა.
  • 57
    „კროკუსში“ დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა„კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143 კაცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაჯგუფის „რუსეთი დღეს“რედაქტორმა მარგალიტა სიმონიანმა ტელეგრაფ-არხზე განაცხადა. _მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე ეს „ნორდ ოსტზე“ იყო. ..თქვა მან.
  • 54
    ოზურგეთში მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვესგავცელებული ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში საშუალო ასაკის მამაკაცმა ს.ვ-მ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. იგი ქა. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. აღნიშნული მამაკაცი ჩამომხვრჩვალი რესტორან „ფიროსმანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მოხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.გვამი ექსპერტიზაზე ბათუმში წაიღეს.
  • 54
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 54
    ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპარუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“)  განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა…