გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ-იანი საავტომობილო გზის 5 ცალკეულ მონაკვეთზე, ჯამში, 215 მეტრზე, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ დააზიანა გზის სავალი ნაწილი.
ამ ეტაპზე, გრძელდება მეწყრული პროცესებისგან დაზიანებულ მონაკვეთებზე დაკვირვება და ბუნებრივია, დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარდება საჭირო სამუშაოები, მას შემდეგ, რაც ამ პროცესებით გამოწვეული ჯდენები სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არ აქვს მიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიას აქვს როგორც რაიმე ხარვეზის გამოსწორების, ისე მეწყრულ მონაკვეთებზე დაკვირვებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 კმ-მდე გზაზე მოეწყო ახალი წყალგამტარი რკინა- ბეტონის ხელოვნური ნაგებობები, ფერდის დამჭერი რკინა- ბეტონის საყრდენი კედლები და ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 77საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
- 75საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 75საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 74საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 74საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი…