ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი
„რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბიომეურნეობაზე.
ინტერვიუ კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელ ლანა ჟღენტთან:

„სოფლის ცხოვრება“ _რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ლანა, როგორ გახდით „პლანტატორი“, როგორ გაგიჩნდათ იდეა, დაგეწყოთ ჩაის წარმოება, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

_  წლების წინ, ჩემი მშობლები საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. სოფელ მელექედურში მათ ჰქონდათ მცირე საოჯახო ჩაის წარმოება, 1 ჰექტარი ჩაის პლანტაცია და საბჭოური დანადგარებით მცირე რაოდენობის ჩაის პროდუქციას ამზადებდნენ, შემდეგ კი მის რეალიზაციას ახდენდნენ.

გაბრიელ ეპისკოპოსის ოზურგეთის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე კინო-ტელე მხატვრის სპეციალობით და ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით. რაღაც პერიოდში გადავწყვიტე სოფელში დაბრუნება, მშობლების მიერ დაწყებული საქმიანობის გაფართოება და შემოსავლიან ბიზნესად ჩამოყალიბება.გურიასთან ბავშობიდან დადებითი ემოციური კავშირი მქონდა, ჩაის წარმოებაც ჩემთვის ნაცნობი საქმიანობა იყო, თუმცა დამზადების პროცესი არ ვიცოდი და პირველი პროდუქტი დედასთან სატელეფონო კავშირით და მისი რჩევებით მივიღე. ფაქტობრივად,ყველაფერი დავიწყეთ ნულიდან. ვიყიდეთ ჩაის პლანტაციები, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია. პირველივე წელს მონაწილეობა მივიღეთ„აწარმოესაქართველოს“საგრანტო კონკურსში, რომლის ფარგლებშიც საწარმოში საბჭოური დანადგარები ჩავანაცვლეთ ჩინური და კორეული ტექნიკით. გავზარდეთ როგორც წარმოებული პროდუქტის სახეობა და რაოდენობა,ასევე ხარიხი.

რა ეტაპზეა ამჟამად თქვენთან ჩაის წარმოება? რა ინვესტიცია განახორციელა სახელმწიფომ და რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

 

– საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია. დაფინანსება პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მივიღეთ და ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გავაშენეთ.

ამჟამად სეზონზე ნედლეულს ვღებულობთ როგორც საკუთარი, ისე სხვა ადგილობრივი მცხოვრებლების პლანტაციებიდან. ჯამში 20 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციაზე იკრიფება ფოთოლი.

პარალელურად წელს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ავაშენეთ 200 კვ.მეტრი ფართის საწარმო, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი უცხოური დანადგარებით.

საწარმოში დასაქმდება 5 ადამიანი,ხოლოპლანტაციების მოვლისა და კრეფის პროცესში 80-100 ადგილობრივი.

 

ასოციაცია „ჩაის გზის“ პრეზენტაცია 2021 წლის შემოდგომაზე თქვენს მამულში გაიმართა. რა ადგილი უკავია ამ ასოციაციას რეგიონში ჩაის პოპულარიზაციის თვალსაზრისით?

– ასოციცია „ჩაის გზა“, რომლის დონორი ორგანიზაციები ბახვი ჰესი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტი გახლავთ, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს.ასევე, ამ პროგრამის მიზანია გურიაში, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების აღდგენა და ტურისტებისთვის გამოცდილების შეთავაზების  შესაბამისიფორმებისძიება-განვითარება, ასევე,  გურული ჩაი ხარისხის სტანდარტიზაცია, გასაღების ბაზრების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და ბრენდინგისა და  შეფუთვების შექმნა.

 

პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება გამოფენები, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება.

 

_ თქვენ ტურიზმი ახსენეთ, რა ადგილი უკავია აგროტურიზმს თქვენს საქმიანობაში?

 

_ აგროტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება.რეგიონის ტურისტებისთვის საინტერესოა ადგილობრივი წარმოების პროცესის გაცნობა და ნატურალური ჩაის პროდუქციის დაგემოვნება.

2 წელია, რაც წარმოებასთან ერთად ტურისტული მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. ჩვენს სახლს,რომელიც უკვე 100 წელს ითვლის, ჩავუტარეთ რესტავრაცია, მოვაწყვეთ და გავალამაზეთ ეზო, ავაშენეთ ჩაის სადეგუსტაციო სივრცე, სადაც ერთდროულად შეგვიძლია 30-მდე ადამიანს ვუმასპინძლოთ.სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ჩაის ისტორიას, ჩაერთონ კრეფისა და გადამუშავების პროცესში, მიიღონ ჩაის დეგუსტაციისა და  ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მომსახურება.

ჩვენთან პლანტაციაში სტუმრები იყვნენ  ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,ჰელენ სანდ ანდრესენი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა; აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი (2020-2023 წწ.); იაპონიის ელჩი – იმამურა აკირა; ნიკ ბერესფორდი – გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი; მარკ მაკკორდი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი და სხვები.

 

ძალზე მნიშვნელოვანია,რომ ჩაის პლანტაციები შორს არ არის წარმოებისაგან და ტურისტებისთვის მეტად მოსახერხებელია.

ტურისტებს სხვადასხვა ხერხით ვიზიდავთ, ინფორმაციაგანთავსებულიგვაქვს Booking.com -ზე , Airbnb-ზე , Georgian travel guide-სადასხვადასხვასოციალურპლატფორმაზე ( Facebook, instagram, tik- tok) დაა.შ.

_ გეგმავთ თუ არა ბიო ჩაის წარმოებას და რა ადგილი უკავია გარემოს დაცვის მიმართულებას თქვენს საქმიანობაში?

_ჩაის მწარმოებელი კომპანიების სიმრავლის მიუხედავად,მსოფლიოში ბიო ჩაის დეფიციტია.დარგის სპეციალისტების აზრით, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე,მისი გემოვნური თვისებები განსხვავდება, უფრო ხავერდოვანი და დაბალანსებულია. მავნებელი მწერებისგან დაავადების რისკიც დაბალია, ამიტომ პესტიციდებს ნაკლებად საჭიროებს. სწორი ტექნოლოგიური დამუშავებისა და კარგი მარკეტინგული კამპანიის შემთხვევაში, ეს პროდუქტი კონკურენციას გაუწევს სხვა მწარმოებელ ქვეყნებს. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბიომეურნეობაზე.

 

_  რამდენი სახის პროდუქციას უშვებთ, როგორია რეალიზაციის მაჩვენებელი და რამდენადაა შესაძლებელი, ქართულმა ჩაიმ ღირსეული ადგილი დაიკავოს უცხოურ ბაზარზე?

_ დღემდე ვაწარმოებდით 3 სახის – შავი, მწვანე და მოცვის ჩაის- 3-4 ტონამდე.პირადად მე ბავშვობიდან უპირატესობას შავ ჩაის ვანიჭებ , თუმცა მოცვის ჩაიც ძალიან მიყვარს.

როგორც გითხარით,წელს ახალი საწარმო ავაშენეთ და ჩამოგვაქვს დამატებით დანადგარები. მოლოდინი გვაქვს, რომ წარმოების მოცულობას 5-ჯერ გავზრდით. ჩაის ვყიდით როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. გაყიდვების პრობლემა დღემდე ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება მეწარმეებისთვის, ვფიქრობ ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. მწარმოებლებმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივიღოთ, რათა ადგილი დავიმკვიდროთ ევროპულ ბაზარზე. ეს ცოტა რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა ქართული ჩაი აუცილებლად დაიბრუნებს თავის ადგილს ქართულ ბაზარზე და ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ასპარეზზეც.

_ მეწარმეები ჩვენთან საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და ჰესების მშენებლობისას განახლებად ელექტროენერგიას ანიჭებენ უპირატესობას. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ განახლებადი ენერგია და ამ თვალსაზრისით ჰიდროელექტროსადგურების განვითარება კრიტიკულ როლს ასრულებენ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ამ პროცესს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.. მნიშვნელოვანია ჰესების დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების სრულყოფილი შეფასება საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ,რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების რისკები.

ავტორი ნუგზარ ასათიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    „სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის უნიკალური ნიშაა, თავდაუზოგავი შრომითა და კარგი განათლებით გამოხატული“კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი  „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით,    კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი   გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული  ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის  იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
  • 92
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 88
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
  • 88
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
  • 86
    ია ურუშაძე _ „ვაკიჯვარს აქვს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია, ადგილობრივი ცოდნა და უნარები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის  ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…