დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა.
ისინი საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.
_ დღეს ჩვენ, ბენია ჩხიკვიშვილის ძეგლთან შევიკრიბეთ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას ვაპროტესტებთ.
ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ან გავიმარჯვებთ, ან დაბრუნდება რუსეთი ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვალია გამოხატოს თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნისათვის და იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლომდე.
ჩვენ ვუერთდებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და როცა საჭირო იქნება, როგორც რიგითი ჯარისკაცები დავდგებით მათ გვერდით. ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ. არა რუსულ კანონს !_განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ.
_ ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, ძლიერი ჯგუფი, რომელიც შემდეგ გამოადგება საზოგადოებას.
ახლა ბენიას ძეგლთან ვდგევართ.როგორ კარგ შეფასებას აძლევდა მას ნოე ჟორდანია, რომელიც იმავდროულად ხსნიდა, რატომ არის საქართველო პრორუსული. დიდი ტრიადა _ ფილიპე-ლენინი-სტალინი აალაგეს თავის დროზე. ადრე ნეპი აალაგეს, პუტინმაც აალაგა დემოკრატული ღირებულებები რუსეთში. წელს აგვისტოში 100 წელი სრულდება ბენია ჩხიკვიშვილის წამებიდან, რომელიც რუსეთის ჩრდილოეთში დაიღუპა. ეს თარიღი უნდა აღვნიშნოთ.
ღმერთმა დაიფაროს ის მოხდეს , რაც 1924 წლის შემდეგ დადგა ჩვენს ქვეყანაში _თქვა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის მენეჯერმა რუსლან ურუშაძემ.
_ხელისუფლების პატარა ჯგუფი, რომელიც ჩრდილოელ სახელმწიფოსთან მეგობრობს, ცდილობს დააბრუნოს საზოგადოება რუსულ ორბიტაზე. ჩვენ, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რადგან ჩვენ ვკარგავთ ევროკავშირთან ინტეგრაციის შანს.სამართლებრივი საფუძველი გვაქვს ის, რომ თვითონ ევროკავშირის სასამართლოს გაუქმებული აქვს მსგავსი კანონი, რომელიც უნგრეთმა მიიღო. შესაბამისად, ეს კანონი წაართმევს ჩვენს ქვეყანას მომავალს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ და ამ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მომავალი _განაცხადა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა.
კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა სამოქალაქო აქტივისტმა მამუკა გოგუაძემ.
_რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ _განაცხადა ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სესილი თოდრაძემ.
აქციაზე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, მედია, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები
- 71ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 69ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 66ბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
- 65„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
- 64ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…