გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ-იანი საავტომობილო გზის 5 ცალკეულ მონაკვეთზე, ჯამში, 215 მეტრზე, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ დააზიანა გზის სავალი ნაწილი.
ამ ეტაპზე, გრძელდება მეწყრული პროცესებისგან დაზიანებულ მონაკვეთებზე დაკვირვება და ბუნებრივია, დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩატარდება საჭირო სამუშაოები, მას შემდეგ, რაც ამ პროცესებით გამოწვეული ჯდენები სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არ აქვს მიღებული მიღება-ჩაბარების აქტით და არ არის ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება. შესაბამისად, კონტრაქტორ კომპანიას აქვს როგორც რაიმე ხარვეზის გამოსწორების, ისე მეწყრულ მონაკვეთებზე დაკვირვებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება.
ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 კმ-მდე გზაზე მოეწყო ახალი წყალგამტარი რკინა- ბეტონის ხელოვნური ნაგებობები, ფერდის დამჭერი რკინა- ბეტონის საყრდენი კედლები და ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 78
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული… - 77
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 75
- 75
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი… - 75
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
