სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა ავტოტრანსპორტისთვის მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად არის გაყოფილი, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს – ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლით იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება. მშენებლობა ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საერთო ღირებულება 324.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
მსგავსი სტატიები
- 87
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 85
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია… - 85
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი… - 84
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 84
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…