დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები არ დასწრებიან. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც დატოვეს.სხდომას არაერთი დეპუტატი აკლდა „ქართული ოცნებიდანაც“.
თავის გამოსვლაში, საკითხების განხილვამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ნაციონალი დეპუტატების არყოფნა დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ ბრალდებას დაუკავშირა, სადაც იგი მოქმედ მერს გმირთა მოედანზე ბანერის „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჩამოხსნას აბრალებდა. ღურჯუმელიძემ თათია ნიკოლაშვილს ტყუილის გამავრცელებელი უწოდა.
_საჯარო რეესტრის ამონაწერით, აღნიშნული ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა. ამიტომ ნიკოლაიშვილს ტყუილის გავრცელებისთვის საკრებულოზე ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევდა. ჩვენ ილია ჭავჭავაძის ეს ტრიადა შესაბამის ადგილას გავაკეთეთ _თქვა მან.
გიორგი ღურჯუმელიძემ 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრების შესახებაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება:
_ პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებას, რუსთაველზე ერთ მუშტად შეკრული იდგა მშვიდობის მხარდასაჭერად ჩვენი ხალხი. ის ძლიერი მუხტი იყო დიდი სულისკვეთება, რაც მთელ ქვეყანაში ტრიალებდა. ეს ჩვენს ქვეყანას გაჰყვება სულ და მიიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც გვაქვს მიზნად დასახული.
ვინც ვერ შეძლო წამოსვლა და გულშემატკივრობდა, ის ადამიანები საბოლოოდ იტყვიან თავიანთ სათქმელს ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ მოვალთ უმრავლესობით და აუცილებლად მოიპოვებს სიმშვიდეს ეს ქვეყანა, _ განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
სდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა და 14 საკითხი განიხილეს.
საკრებულომ ყველა განხილული საკითხის გარშემო მიიღო შესაბამისი განკარგულება.

მსგავსი სტატიები
- 56
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 55
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დარგობრივ კომისიებს დაევალათ. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტები’’-ს შექმნის თაობაზე, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა. მანამდე ეს საკითხი დღესვე გამართულ სამანდატო,… - 54
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი. საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დაბა ურეკში ქუჩების სახელდების შესახებ განკარგულების პროექტები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, N19 ქუჩას ,,წყალწმინდის“, ხოლო უსახელო ქუჩას ,,ალექსანდრე ჟორჟოლიანის“ სახელი მიენიჭა; საკრებულომ, ასევე, განიხილა და დაამტკიცა ქალთა და… - 53
ბიუჯეტი 43 მილიონ 400 ათას ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ,,ოზურგეთი საქართველოსთვის“ , ხოლო ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს მის დამტკიცებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 26 ხმით დამტკიცდა.
