დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დაბა ურეკში ქუჩების სახელდების შესახებ განკარგულების პროექტები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, N19 ქუჩას ,,წყალწმინდის“, ხოლო უსახელო ქუჩას ,,ალექსანდრე ჟორჟოლიანის“ სახელი მიენიჭა;
საკრებულომ, ასევე, განიხილა და დაამტკიცა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის, მისი დებულების და პერსონალური შემადგენლობის განკარგულების პროექტები;
თანხმობა მიეცა მერს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღის მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან გრანტის მიღების თაობაზე;
აგრეთვე, საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო 2025 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიში.
მსგავსი სტატიები
- 73
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 70
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 69
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა დარგობრივ კომისიებს დაევალათ. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტები’’-ს შექმნის თაობაზე, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა. მანამდე ეს საკითხი დღესვე გამართულ სამანდატო,… - 68
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
