მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო – 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ „ფეისბუქზე“ და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მსგავსი სტატიები
- 69
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
- 63
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 61
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური…
- 60
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით,…
- 59