საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 61
    ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს 4000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. ასევე, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ…
  • 54
    აქცია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსთანდღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ.  აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა . ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:…
  • 47
     საიას ოზურგეთის ოფისის ჩართულობით ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები შეიცვალა.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ ციხისფერდის სკოლის მიმდებარედ, განთავსებული იყო საგზაო ნიშნები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით. ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები განთავსებული იყო გზაჯვარედინის წინ. ეს კი გულისხმობდა იმას, რომ 50 კმ/სთ-ით მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში მოძრაობისას, გზაჯვარედინთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გაეზარდათ…
  • 46
    ვანო ჩხარტიშვილი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ბრალდებებით მიყენებული ზიანის“  ფაქტზე  სასამართლო დავას იწყებს და აცხადებს, რომ „ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ“ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სასანქციო სიას ეხმაურება, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კიდევ 10 სხვა მოქალაქესთან ერთად თავადაც მოხვდა._აღნიშნულ განცხადებას IPN ავრცელებს. როგორც ჩხარტიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კავშირს რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, „პეტროკასა“,“ გალფთან“ და „ფოთის…
  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…