ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი მსოფლიოდან, ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებით.

მეგობრებო და მოკავშირეებო საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით იმ კანონის წინააღმდეგ, რომლის აშკარა სამიზნეებიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა. ეს პირდაპირი თავდასხმა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებზე, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ზოგიერთი ჩვენგანის სამშობლოში მიმდინარეობს მსგავსი პროცესები, რომლებიც მიმართულია ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვისკენ. ამ სახის კანონმდებლობის შედეგად მივიღეთ ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურისტების, ჟურნალისტების, მშრომელების, ადგილობრივი თემის ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, თავდასხმები, დაპატიმრებები, გატაცებები და მკვლელობები. შემაშფოთებელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 35 წელია შეუპოვრად იბრძვის თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, დღეს იგივე რისკების წინაშე დგას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ჩვენ მადლიერები ვართ თქვენი ბრძოლისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში, გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყნებზეც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უკან გაიწვიოს კანონპროექტი და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც ესოდენ საჭიროა საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების შეუქცევადობისთვის.

რადგან ამ დღეებში თბილისში იმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, მოვუწოდებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, საჯაროდ დაგმონ ეს თავდასხმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ითხოვენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ხელმომწერები:

Amnesty International, global
Front Line Defenders, Ireland
FIDH (International Federation for Human Rights), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders, Global
World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders, global
Recourse, the Netherlands
CEE Bankwatch, Czech Republic
Accountability Counsel, USA
International Accountability Project, Global
Bank Information Center, USA
International Rivers, USA
Bank Climate Advocates, USA
Nora Sausmikat, Urgewald/Germany
Christen Dobson, Business & Human Rights Resource Centre
Asia Indigenous Peoples Network on Extractive Industries and Energy (AIPNEE)
Rivers without Boundaries International Coalition
Kashi Jermaine, Kwale Mining Alliance, Kenya
Participatory Research & Action Network – PRAAN, Bangladesh
Ardha Jabesa Foundation, Kenya
Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law
Alyansa Tigil Mina (Alliance to Stop Mining) Philippines
HRM Bir Duino Kyrgyzstan
Cohesión Comunitaria e Innovación Social, México
Centre for Community Mobilization and support NGO, Armenia
Oleg Dulgaryan, Rights Defender, Armenia
Uzbek Forum for Human Rights, Germany
Conseil Régional des Organisations Non Gouvernementales de Développement CRONGD
KRuHA – people’s coalition for the right to water, Indonesia
OTWatch, Mongolia
Action Paysanne Contre la Faim APCF
Collectif des ONG Œuvrant dans le secteur de mines, Environnement et Electricité COMEE
Maurice Ouma Odhiambo, Jamaa Resource Initiatives, Kenya
African Law Foundation (AFRILAW), Nigeria
Lawyers’ Association for Human Rights of Nepalese Indigenous Peoples (LAHURNIP), Nepal
Otros Mundos Chiapas, México
Indian Social Action Forum, India
Mirvari Gahramanli,Oil Worker’s Rights Protection Organization, Azerbaijan
International Indigenous Fund for development and solidarity “Batani” (Batani Foundation), Russia/USA
Latinoamérica Sustentable, Regional – Latin America
lM Defensoras, regional, Latin America
Global Rights, Nigeria
Cohesión Comunitaria e Innovación Social, México
Unidosc, México
Yayasan Srikandi Lestari,( Srikandi Lestari Foundation), Indonesia
Yayasan Keadilan Iklim Indonesia (Climate Justice Indonesia Foundation), Indonesia

წერილის სრული ვერსია ინგლისურად იხილეთ ბმულზე  https://greenalt.org/…/international-solidarity-with…/

მსგავსი სტატიები

  • 80
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაროგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
  • 79
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 76
    „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.“_  განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ  ალექს რაუფოღლოს კითხვის საპასუხოდ. „როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური…
  • 75
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 72
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…