თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე პარიზის ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 3 წევრი აგრძელებს. ესენი რამაზ ზოიძე (67 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.) არიან.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირამდე ქართველ „კლასიკოსებიდან“ ოლიმპიადაზე წასვლა მხოლოდ რობერტ კობლიაშვილს (97 კგ.) ჰქონდა განაღდებული, ამდენად, თურქეთში ჩვენი ნაკრების წარმომადგენლები 6-დან ხუთ წონით კატეგორიაში ვიხილეთ.
რამაზ ზოიძემ დილის სესიაში გზიდან ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი ასლან ვისაიტოვი (2:1), შვედი ნიკლას ოელენი (5:0) და ყაზახი დინ კოშკარი (9:4) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ჩინელ ლეი ლის გაეჯიბრება.
იური ლომაძემ დანიელ ოლივერ კრუგერს (3:0), ინდოელ ვიკაშ ვიკაშს (8:0) და სერბ ვიკტორ ნემესს (10:1) დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი სერგეი კუტუზოვი ელის.
ლაშა გობაძემ კუბელი დანიელ ეჩავარია (1:1-ზე ბოლო ქულის წყალობით), სომეხი გევორქ ტადევოსიანი (5:4) და ნიდერლანდელი მარსელ შტერკენბურგი (3:3-ზე ბოლო ქულის წყალობით) დაამარცხა, ხოლო ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდება.
ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.). აბულაძემ პოლონელ მიხალ ტრაჩთან 5:6 წააგო, ხოლო ქაჯაია ფინელ ელიას კუოსმანენს ვერ გაუმკლავდა – 1:5.
ფინალურმა ბლოკმა სტარტი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებს წონების სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. საუბარია ფინალისტებსა და საუკეთესო მესამედგილოსნებზე, რომლებიც ბრინჯაოს მედლების მფლობელების დამატებით შეხვედრებში გაირკვევა.
მსგავსი სტატიები
- 84
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 81
17-19 ქ ბათუმში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, გუნდური ფორმატით გაიმართა. აღნიშნულ გუნდურ შეჯიბრზე პირველობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებს ერგოთ. ოზურგეთმა ჯგუფში აჭარის გუნდს და სომხეთის მეორე გუნდს სძლია. ნახევარფინალში კი ქართლის გუნდს. რაც შეეხება ფინალს, ფინალში ოზურგეთის გუნდმა… - 80
11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა… - 7919 - 20 აპრილს ბაღდადში ბ/რ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გსიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 19 მედალი, მათ შორის 5 ოქრო,6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო წამოიღეს. პირველ ადგილი დავით დოლიძე - 23 კგ…
- 79ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…