დაახლოებით ერთი საათის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“  ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ.
„როგორც სოფ.სუფსიდან მატყობინებენ, ამავე სოფლის ცენტრში, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი ლადო მენაბდე და მისი ოპერატორი იყვნენ ჩასულები გადაღებაზე,მოხდა თავდასხმა ორივეზე.თავად ლადო მენაბდე არის ნაცემი
ჩემი ინფორმაციით.მასთან დაკავშირებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ“.
_ სოფელ სუფსის ცენტრში სატელევიზო სიუჟეტს ვიღებდით.მოქალაქეს ვწერდით.  გაჩერდა მსუბუქი ავტომანქანა, ჯერ გვაგინეს, შემდეგ  პირები უმუზეზოდ თავს დაგვესხნენ, დამიზიანეს კამერა, ხოლო ჟურნალისტს ვლადიმერ მენაბდეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და გასაუბრება მიმდინარეობს.  _გვითხრა ოპერატორმა მანუჩარ მჟავანაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ტვ. პირველის ჟურნალისტებს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.ტვ „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევაში გრიბოედოვის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მაკა ჩიხლაძე თავდასხმის შემდეგ გონზეა და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ტვ პირველის გადამღებმა…
  • 63
    ოზურგეთში უბედური შემთხვევა მოხდა_ პოლიციის ეკიპაჟი „სერვისცენტრის“ თანამშრომელ ქალს დაეჯახაამ დილით უბედური შემთხვევა მოხდა ქ. ოზურგეთის ცენტრში, გმირთა მოედანზე. პოლიციის ეკიპაჟი „სერვისცენტრის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალას დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობას მოკვლევა.  
  • 62
    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაგვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის…
  • 62
    პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ…
  • 61
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული,…