ქართულ – ფრანგული კულტურის დღეებმა ლევილიდან, ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრში გადმოინაცვლა.
ცენტრი შეხვედრას ,,გურული მომღერლების მემკვიდრეების კვალი მსოფლიოში“ პროექტის ფარგლებში ანხორციელებს.
ფოლკლორის ქალაქში გაიჟღერა საუკუნის წინ საფრანგეთში წასული კვიროსი ჩხაიძის შთამომავლების მიერ შესრულებულმა ჰანგებმა. შესრულდა, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები ესპანურ, იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე, ასევე ჩვენი პედაგოგების ფოტინე გორდელაძის და ლაშა ჩხარტიშვილის მიერ, ონლაინ ნასწავლი გურული სიმღერები. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მომღერლები: სულიკო ჩხაიძე, ბიანკა ნემიროვსკა, გოტარისტი- ჟან პიერ ბლუტოა, ჩხაიძეების საოჯახო ანსამბლი შუხუთიდან. შესრულდა ფრანგულ – ქართული ნომრები ანსამბლ „რეხეულთან“, „შემოქმედთან“ და მუსიკოს ზაზა სიმონიშვილთან ერთად.

საღამოს ესწრებოდნენ ოზურგეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ემიგრანტები კანადიდან და სხვა მოწვეული სტუმრები.
სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ლევილმა საქართველოს იტორია შემოინახა. საქართველოს და საფრანგეთს აქვს საერთო, ვაზის კულტურა. ლევილის ფესტივალის დროს, ჩაყრილი ვაზის ნერგები, ორ ერს შორის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ლევილში ცხოვრობდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გურულები, ამიტომ ეს მიწა ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
საღამო იყო ძალიან ემოციური. სიყვარულით, სევდით და სამშობლოს მონატრებით სავსე.
ინგა დუმბაძე

მსგავსი სტატიები
- 67
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 62
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 62
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…
- 61
- 58
თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…