20 ივლისს, შუახევის სპორტულ ცენტრში ჩატარდა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, სპორტის გამოცდილი ორგანიზატორის, ქართული ჭიდაობის მოამაგის, ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც აჭარის 2008-2010 წლებში დაბადებული სპორტსმენების გარდა მონაწილეობა მიიღეს ხაშურის და ოზურგეთის ახალბედა ფალავნებმა.
შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ზოიძე, შუახევის სპორტული ცენტრის დირექტორი რამინ ჯოიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არჩილ მამულაშვილი და ნოშრევან დავითაძის ქალიშვილი ია დავითაძე.
პრიზიორები 6 წონით კატეგორიაში გამოვლინდა.
ძლიერი გუნდით იყო წარმოდგენილი ხაშურის გუნდი, რომლის წარმომადგენლებმა 4 წონით კატეგორიაში მოიპოვეს გამარჯვება. თითო ოქროს მედალი ქობულეთელმა და ოზურგეთელმა სპორტსმენმა მოიპოვეს.
66 კგ. წონით კატეგორიაში თავი ისახელა აკაკი რუსიეშვილმა (66 კგ. წონითი კატეგორია).
ოზურგეთელებმა 2 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. 73 და 73 +კგ. წონით კატეგორიებში მესამე ადგილზე გავიდნენ გიორგი ფაჩულია და მინდია ბერიძე.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები სიგელებით, თასებით, შესაბამისი სინჯის მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი სტატიები
- 65
კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
- 63
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 63
6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
- 63
8 – 9 თებერვალს ესტონეთში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენმა ნიკოლოზ ღლონტმა. ნიკამ 72 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავა, პოლონეთისა და დანიის წარმომადგენლები დაამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ ღლონტი ასპარეზობებისთვის გურამ…
- 63
11 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…