კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
12 – 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა.
🥇🥈ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი და 10 მედალი, მათ შორის 6 ოქრო და 4 ვერცხლი წამოიღეს.
ოქროს ქამარი
ლუკა ჩუბინიძე
ალექსანდრე დიმიტრიევ
🥇
პირველი ადგილი
ალექსანდრე დიმიტრიევი ( 58 კგ);
ლუკა ჩუბინიძე ( 50 კგ);
გიორგი კაჭახიძე ( 75 კგ);
ჯაბა ლომთაძე ( 20 კგ);
გიორგი მგელაძე ( 80 კგ);
დათო ღონღაძე ( 24 კგ).
🥈
II ადგილი
გიორგი გურგენაძე ( 35 კგ)
ანა მუკუტაძე ( 55კგ)
ია ყუფუნია ( 61 კგ)
ილია ვარდიაშვილი ( 70 კგ)
 მწვრთნელი დავით სარიშვილი
სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსინგის სექცია ( ურეკის ჯგუფი) მაისში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ჩოხატაურში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 94
    19 მედალი ჩვენია!19 - 20 აპრილს ბაღდადში ბ/რ ჭიდაობაში სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გსიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 19 მედალი, მათ შორის 5 ოქრო,6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო წამოიღეს. პირველ ადგილი დავით დოლიძე - 23 კგ…
  • 93
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 92
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
  • 91
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 88
    ლანჩხუთში ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში23 მარტს ქ. ლანჩხუთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში გარდაცვლილი ჯამბულათ ხოფერიას სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ( 2009 - 10 ; 2011 - 12 წწ დაბადებულთა შორის ) გაიმართა. მასში მონაწილეობა რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა ასაკის მოჭიდავეებმა, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ქართული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს…