დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მდინარე ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ჰესების საპროექტო სიმძლავრეების გაზრდას აპროტესტებდნენ.

_ გუშინ სოფელში იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე. მას გავაცანი მოსახლეობის პროტესტი „პარვუს ჯგუფის“ მიერ ასაგებ ჰესებთან დაკავშირებით. მერის პირველმა მოადგილემ გვითხრა, რომ ოზურგეთის მერიის მიერ აღნიშნულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ჰესის სიმძლევრეების გაზრდას არ ითვალისწინებს _ უთხრა შეკრებილთ ააოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ელგუჯა ბურჭულაძემ.

_მალე კურორტ გომისმთას წყალი არ ექნება. გვინდა ყველაფერი გაკეთდეს წესიერად და სტანდარტების დაცვით.   _განაცხადა ენერგეტიკოსმა ხვიჩა წულაძემ. ანალოგიურს ამბობდნენ ბესიკ ლომინაძე, სხვა შემოქმედელები.

აქციის მონაწილეები მერის ან მისი პირველი მოადგილის მისვლას ითხოვდნენ. მერის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ ოზურგეთში.

იყო ემოციური გამოსვლები და საყვედურები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. დაიწყეს საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილი საჯარო მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვების პროცესი.

აღნიშნული წერილით ხეობის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართავს.

ისინი აცხადებენ, რომ კომპანია „პარვუს ბასრა“-ს წარმომადგენლება ორი წლის წინ მოსახლეობასთან შეხვედრისას განმარტეს, რომ საუბარი შეეხებოდა არსებული „ბჟუჟ-ჰესის“სიმძლავრის გაზრდას 6 მეგავტამდე, რაც უნდა განხორციელებულიყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და რაიმე განსაკუთრებული სამუშაოები ხეობაში არ განხორციელდებოდა. მათივე განცხადებით მშენებლობისას გარემოზე ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა, რაზეც ხეობის მოსახლეობა იმ დროისათვის წინააღმდეგი არ გახლდათ.

როგორც შემდგომ გაირკვა, ხეობაში შენდება ოთხი ჰიდროელექტროსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე იქნება 35 მეგავატი. მათი ინფორმაციით ბუნების განადგურების ხარჯზე კიდევ იგეგმება სიმძლავრეების გაზრდა. ბუნებას მიყენებული აქვს უმძიმესი ზიანი, რამაც მთლიანობაში გაანადგურა ადგილობრივი ეკოსისტემა_აღნიშნულია წერილში.

რას ითხოვენ საჯარო მიმართვით შემოქმედელები:

გაუქმდეს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადდეს ყველა დონის სამართლებრივი აქტი, ნებართვა, შეთანხმება, ხელშეკრულება, ლიცენზია და ა.შ. რომელიც დაკავშირებულია ზემოთხსენებულ მშენებლობასთან;

დაუყონებლივ შეჩერდეს ხეობაში დაწყებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ხეობიდან გაყვანილ იქნას ტექნიკა…

დაიწყო მიმართვაზე ხელმოწერების პროცესი. აქციამ ბჟუჟჰესი-გომისმთის გზაზე გადაინაცვლა. მოსახლეობამ მშენებლობაზე მიმავალი სატვირთო ავტომანქანები არ გაატარეს.

_ მე ხალხის გვერდით ვდგავარ. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა აუცილებელია, მაგრამ იგი ეკოსისტემის გაუარესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. იმედია, დიალოგის რეჟიმში პასუხი გაეცემა მოსახლეობის მწვავე  კითხვებს_ გვითხრა სოფელ შემოქმედი-ბოხვაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ სარჯველაძემ. 

როგორც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა  ეკა ნონიაშვილმა გვითხრა, ჰქონდათ  ინფორმაცია, რომ სოფელ შემოქმედის მცხოვრებთა გარკვეული ჯგუფი იკრიბება, რომ ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ (მათ არ იცოდნენ შეკრების ადგილი და დრო,). კომპანია „პარვუს ჯგუფს“  აქვს  ხალხთან შეხვედრა ჩანიშნული, რომელიც აგვისტოს პირველ რიცხვებში გაიმართება და შემოქმედელების  წინაშე უკვე სრულყოფილი დოკუმენტაციით და სოციალური პროექტებით წარსდგებიან.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 72
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევებიგარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე  ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. როგორც ირმა გორდელაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელ გომში მოვხვდით ერთ-ერთ…
  • 69
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 66
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 65
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
  • 65
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში ოთხი ჰესის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.26 სექტემბერს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყო. გზშ ექსპერტმა ლევან ოზბეთელაშვილმა შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების („ბასრა 1“, „ბასრა 2“, ,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ…